გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს
ჩემპიონატზე ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვერცხლის (გურამ თუშიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. 

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დარწმუნებული ვარ იმ კორეელასც მოუგებს (ისეთებს მოუგო) და გვექნება 3 ოქრო ! მე არ მახსოვს როდისმე გვქონია მსოფლიოზე 3 ოქრო ? მგონი არ გვქონია არც კომუნისტების დროს და არც მერე
zura222
23 მაისი 2024 17:22
2
კომუნისტების დროს-ს.საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საიტზე,ქართველი ძიუდოისტების სტატისტიკა ნახე.განსაკუთრებით,60-70-იანი წლები.ჯერ მარტო რამდენი პრიზიორი გვყავს,მსოფლიოს,ევროპის ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე.ნაკრებში ხშირად უმეტესობა ქართველები იყვნენ.ახმეტაში მწვრთნელი,ყოფილი მოჭიდავე და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გოგია ქოჩიშვილი,მამაჩემთან მეგობრობდა და ერთხელ ჩვენთან სტუმრობისას მოჰყვა,სსრკ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან,ანდრეევთან როცა ვჭიდაონდი,ოიმდროიდან ვმეგობრობდი და რაკი სსრკ ნაკრებში,ქართველი და ხშირად ახმეტელი ბიჭები მრავლად იყვნენ,სანაკრებო შეკრებებს,ხშირად საქართველოში მართავდნენ ხოლმეო.ერთხელაც სუფრასთან,ლაპარაკ, ლაპარაკსა და ხუმრობაში,ანდრეევს ვუთხარი,მოდი ახმეტის ნაკრები და სსრკს ნაკრები შევაჯიბროთ ერთმანეთსო.ანდრეევს გასცინებია,მე კი უკან არ დავიხიე და გავაგრძელე,რა,ხომ არა გგონია რომ მოგვიგებ,ვინც ახმეტელები ნაკრებში გყავს,ისინიც ჩვენ მხარეზე გადმოუშვი და მერე ვნახოთო.მართლაც მაშინდელი ახმეტის ნაკრები,თუ არ მოუგებდა,არც არაფერს დაუთმობდაო.დანარჩენ საბჭოთა კავშირის ნაკრებს.
ჯერ პატარა ვიყავი და შემადგენლობა რომ ჩამოთვალა,აღარ მახსოვს,მაგრამ ეს ანდრეევი იყო,პირადი პასუხიმგებლობით რომ წაიყვანა შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიადაზე და სწორედ ის გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში,საბჭოთა კავშირიდან.1968 და 1973 წლებში,სამ სამი,მარტო მედალოსანი გვყავდა ერთსა და იმავე ჩემპიონატზე.1966 წელს კი,მოსკოვში,სსრკ ნაკრების წევრები ოლიმპიური პრიზიორი ფარნაოზ ჩიკვილაძე და მისი ძმადნაფიცი,მიხეილ ყაჩმაზაშვილი,,ორივე ახმეტელი,ჩემპიონატზე წასვლის წინ,ავტოავარიაში დაიღუპნენ.მათ გარდა ნაკრებში ახმეტელი ანზორ ქიბროწაშვილიც გამოდიოდა და მათ გარდა,ანზორ კიკნაძეც ხომ მაგ წლებში გამოდიოდა და უამრავი მედალიაქვს მოპოვებული.
სოსო
23 მაისი 2024 21:37
0
სამი ქართველი ერთდროულად სსრკ -ს ნაკრებში არასდროს გვყოლია...
კომუნისტების დროს
23 მაისი 2024 17:56
2
თუშმა მაგრად იჭიდავა. მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა ვაზარი და იქვე გაუთანაბრა,მერე კი მეორე ვაზარიც მიაყოლა და დაამთავრა.ფინალში კორეელს ხვდება.დაბალი და განიერი ტიპია,სწრაფიც ჩანს და მგონი ჯანიანიც.მხოლოდ ნახევარფინალში ვუყურე.საბა ინანეიშვილს,კრპალეკთან ჭიდაობა მიჰყავდა და ერთ მომენტში,აშკარა ჩავარდნა გაუტარა მსაჯმა და საბას ტრავმის მომენტშიც,უბრალოდ ხალიჩის ნაპირზე,ცუდი პოზიციიდან გაქცევას ცდილობდა.შედეგად კი,საბამ ტრავმა მიიღო.კრპალეკისათვის ,ის მეორე გაფრთხილება იქნებოდა და იძულებული იქნებოდა უფრო აქტიურად ეჭიდავა, საბას კონტრშეტევაზე შანსები მოემატებოდა და იქნებ ის ტრავმაც არ მიეღო.სომხიშვილი,ვაზარით დაწინაურდა,მაგრამ შემდეგ მეტოქემ დაიჭირა...




სოსო
23 მაისი 2024 16:47
0
არა! სამხრეთ კორეელმა დასცა კრპალეკი და გავიდა ფინალში! მესამე ოქრო ძალიან გვეიმედება გურამ!
მწვრთნელი
23 მაისი 2024 16:19
0
კრპალეკი მოსახსნელი იყო საბასთან მასეთი ჭიდაობისთვის! ეგ ახვარი კაცი! ნეტა თუშას შეხვდეს ფინალში და ერთიანად ამოუღოს მაგას ოლიპიადაზე წაგებაც და საბას სპეციალურად მიყენებული ტრამვაც!
მწვრთნელი
23 მაისი 2024 16:05
2
ერთმა ქარველმა დეკითხვა დასვა, რა მოხდაო ,
მეორემ - პასუხი გასცა და...
ამდენი უარყოფითი შეფასება ამ უწყინარ "დიალოგს" ?!
რაღაც ცუდი ჭირს "ტერდავს" !
დავიჯერო, ქართველის ნახელავია ეს გლახა საქმე ?
ალბათ, არა !
ა , საქართველო !
23 მაისი 2024 18:11
0
რაღა რა მოხდა! ინანეიშვილს მიყავდა ორთაბძოლა! კრპალეკი რამდენჯერმე ჩავარდა, მაგრამ მსაჯმა არ გააფრთხილა! წუთი და 40 წამი იყო დარჩენილი თითო შიდო ქონდათ ორთავეს, ამ დროს ინანეიშვილს კონტროლი აქვს აღებული და გადავლებით ქამარში ჩადის, კრპალეკი მიხვდა, რომ ან ტატამიდან უნდა გასულიყო ან ილეთზე წამოიღებდა, ამ დაროს ვითომ ილეთს აკეთებდა დაწვა ბეჭებზე და ინანეიშვილიც თან დაიყოლა! ამ დაყოლების დროს მარჯვენა ხელი ეჭირა კრპალეკს საბასი და აღარც გაუშვა ბოლომდე ისე დაიყოლა! ასე, რომ მარჯვენა ძალიან იტკინა საბამ კრპალეკის დახმარებით და ვერ გააგრძელა ბრძოლა!
მწვრთნელი
23 მაისი 2024 17:04
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული