ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) პირველივე წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანი (52 კგ) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას აგრძელებს. ეთერმა პირველ წრეში დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უზბეკ შუხურჯონ ამინოვას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 41 /
ლოგიკურად დამთავრდა საკითხავია რისთვის წავიდა ჩვენ ნერვებზე სათამაშოთ?წაქეყვანათ წაეყვანათ ახალგაზრდა პერსპექტიული ვინმე გამოცდილებას მაინც მიიღებდა,
ჟორიკა
17:33 30-07-2024
1
დიდი მადლობა ლაშას ყველაფრისთვის რაც ძიუდოში გააკეთა და რამდენი სიხარული მოუტანა ქართველებს... ვერ იჭიდავა დღეს კარგად, ვერ ვიტყვი რომ მსაჯების ბრალია, მეოთხე ოლიმპიადას ჭიდაობს, დრო თავისას შვება,მოვიდა უკვე წასვლის დრო, ახალგაზრდებს უღობავს გზას...
ამ მწვრთნელების ძალიან მიკვირს, ყველა დიდ ტურნირებზე ევროპაზე,მსოფლიოზე, ოლიმპიადაზე ეს დაყავთ,წაიყვანეთ დიდ ტურნირებზე ეს ახალგაზრდებიც ტერაშვილი, ჩიხელიძე, კაპანაძე,ნინიაშვილი,ბახბახიშვილი, სახლში ჯდომით რა გამოცდილება უნდა მიიღონ ამ ბიჭებმა... ლაშა ნაკრებს თუ ვერ სცილდება,დაიწყოს მწვრთნელობა და მერე იაროს ყველა ტურნირებზე სადაც უნდა...
Zorro
21:45 29-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული