ტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩაერთო.

პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.

ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.

ფინალში გრიგალაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება.

altტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!!!

მკითხველის კომენტარები / 9 /
კასე შემეცოდა, ისე რა წესია ვერ გავიგე, ნახევარფინალში გასულებიდან ერთი იგებს ბრინჯაოს, ხოლო მე-2 ბრინჯაოს რეპეშაჟიდან გადასული იღებს, მგონი არ არის სამართლიანი
ზაკო
19:36 30-07-2024
0
ოქრო გვინდა ოქროს კაცისგან, მისი ლომო შენ ეს შეგიძლია, ყველა ტკივილს გაუძლებ და ქართულ დროშას აწევ და ქართულ ჰიმნს დააგუგუნებ, ხვალ და მომავალში კი შენი მუხტით ლაშა,ილო და თუშიც გვასახელებენ და მაქსიმუმს დადებენ❤️❤️❤️
ზაკო
19:22 30-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული