მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირზე დღეს -100 კილოგრამით წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ილია სულამანიძე ასპარეზობს.

ილიამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მეორე წრიდან დაიწყო და იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია. სულამანიძე მეოთხედფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფსაც აჯობა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ცნობისთვის, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს
ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 29 /
აბა, ილია, შენ იცი. მთელი საქართველო იმედით შემოგყურებს!
ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!
წინ,საქართველო!
mamuka09ze
15:34 01-08-2024
0
ასე ვინმემ იაპონელი დაჩაგროს იშვიათია, რა ამას ქვია ხელი არ გააქანებიაო.
0

სიახლეები პოპულარული