გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

AutoSharing Option
ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ), ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. "ხომ არ დიღალე?" - მიმართა გამარჯვებულს ხუმრობით მისმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ კი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო.

ფინალში ილია აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება, რომელმაც უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს აჯობა.

ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე ძიუდოისტებმა: ოქრო ლაშა ბექაურმა (90 კგ), ხოლო ვერცხლი -
ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

altმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

მკითხველის კომენტარები / 17 /
პირველი ის რომ გდება სუფთა იპონით იყო მარა. . . რაც მოხდა ჭკუის სასწავლებელი არ იქნება დამერწმუნეთ. . ეს არც პირველია არც ბოლო და მომავალშიც მრავლად იქნება. . . მოჭიმული აზერი უნდა მოგუდულიყო მალევე მარა ის რომ იცი რომ მსაჯები ყოველთვის მაგათკენ არიან და ამ დროს მიზეზს აძლევ უკვე არაფრის ღირსი არ ხარ. . ეხლა არ მინდა სენტიმენტები და სისულელეები. . . ის რაც საკუთარ თავს დამართა ეს მხოლოდ და მხოლოდ წაგებული ადამიანის ფსიქოლოგიის მატარებელს ახასიათებს. . . ოთხი აბსოლუტურად უაზრო ჩავარდნა მაშინ როცა მოწინააღმდეგე ვერაფერს აკეთებს და არც კი ცდილობს ,ნუ არ ვიცი რა ვთქვა შეთქმულების თეორიების არ მჯერა მარა ,ვიღაცამ რომ მითხრას რომ უთხრეს წააგეო და იმიტომ ქნა ის რაც ქნა ვერანაირად ვერ დავამტკიცებ საწინააღმდეგოს. . . ერთია კიდევ. . პირიქით რომ ყოფილიყო არ გააფრთხილებდნენ და გეტყვით რატომ. . როცა მოწინააღმდეგეებინ ვარდებიან ეგრე ქართველები მიყვებიან უაზროდ ,მაშინ როცა სხვები ხელებს შლიან და მსაჯებზე ზეწოლას ახდენენ ერთგვარად. . . და ბოლოს პირველად ტატამის მსაჯი იყო აბსოლუტურად კაი კაცი და ვაიზერებმა არ მისცეს საშუალება. . .
ნაპოლეონი
20:05 01-08-2024
3
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარია რას ფიქრობდა 12 წამში რომ აიღო 2 გაფრთხილება არაფრის გამო თან. არაფერი არ უჩვენებია კოცოევს!!!
ზაქარია
20:01 01-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული