დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

AutoSharing Option
ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ), ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცარიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ
მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო.

ოლიმპიადაზე
საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე ძიუდოისტებმა: აქამდე ოქროს ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლა.

ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.

altგამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

altმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

მკითხველის კომენტარები / 189 /
წარმატებები ილიას!!! წინ კიდევ ბევრი ტურნირია!!!
tngh
20:53 02-08-2024
0
ილიას წარმატებები.
jorj
10:26 02-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული