თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, ტედის პრივოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. 

გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.

სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სამი მე­და­ლი აქვს. ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი
გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (100კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში (ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დიდი მაფიაა ძიუდოს მსაჯობაში, ნაპოლეონ 100%-იანი ხარ. ასეთივე ილეთი გუშინ ილიასი ვაზარი იყო და დღეს რინერის იპონია? სოფიოსაც რომ შევეხოთ, როგორ პასიურადაც არ უნდა ეჭიდავა მარტო ფრანგთან შეიძლება 2 პირველ წუთში მოგცენ 3 შიდო. ორი ქართველი დამარცხდა 2 ფრანგთან ისე, რომ სამაგალითოდ მოიწონონ ძიუდოს ფედერაციამ თავი სპონსორებთან.

მიუხედავად ძიუდოს მაფიისა, ტატამის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა და ამით ბრინჯაოს შანსის დაკარგვა გაუაზრებელი ნაბიჯია და როცა ასეთ ფორმაში ხარ საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის და გულშემატკივრის დაღალატებაა.
ვისტი
15:15 02-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული