<p>პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვნენ.</p><p>მოგება: ლიპარტელიანი, ბექაური, სულამანიძე</p><p>მარცხი: შავდათუაშვილი (2-ჯერ), ასკილაშვილი, სომხიშვილი</p><p>ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.</p><p>ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (91კგ) ილია სულამანიძე.</p><p><br></p>
სოსო
გუნდურში ასკილაშვილმაც მაგრად იბრძოლა და დარწმუნებული ვარ,ის გდება შესაფასებელი იყო.
სოსო
ნამდვილად არ ხარ,ექსპერტი!ოლიმპიადაზე უძლიერესები წავიდნენ და სხვები რომ წაგვეყვანა,არც ლიცენზია ჰქონდათ,ესე იგი ვერც წავიყვანდით და ვერც უკეთეს შედეგებს მიაღწევდნენ.
SOS!
საფრანგეთი რუკიდან გაქრა! ის ჩაანაცვლა აფრიკამ! ფაქტი სახეზეა.
იასონას უდარი
ვიღაცას გონია რო ფსიქოლოგი ყველაფრის შემძლეა და ყველა პრობლემას მოაგვარებს,ღმერთი კი არ არის,ფსოქოლოგია მხოლოდ. ვინ გასწავლათ რო ფსიქოლოგთან სიარული ადამიანებს ეხმარებათ? ადამიანებს ეხმარება,ოღონ ფსიქოლოგებს და ისიც ფინანსურად. ყველა ადამიანი თავისი თავის ფსიქოლოგი უნდა იყოს და უნდა შეეძლოს თავის ხელში აყვანა,სადღაც საუბარი უცნაურ ხალხთან,არავის ეხმარება. ბოლო პერიოდში,უამრავი ადამიანი დადის ფსიქოლოგთან,ერთგვარი მოდა გახდა და უშველა რამე? გაბრძანდით გარეთ,დაგიჟებული დადის ხალხი და დაბოღმილი. შეხედეთ სულამანიძეს,რა უცნაურად დათმო ოლიმპიური ჩემპიონობა და ეტყობოდა რამე? გავიდა და თავისი გააკეთა,ასე ხომ იყო? დასჭირდა ფსიქოლოგი? რაც შეეხება სხვებს,შავდათუაშვილი არ იყო ფორმაში,შესაძლოა რამე აწუხებდა და ვერ იჭიდავა,ამიტომაც დაოკდით და თქვენს საქმეს მიხედეთ. იმ მსაჯობის და ზოგადი სურათის გათვალისწინებით,მშვენიერი გამოსვლა იყო ძიუდოს ნაკრების და მეტი რა გინდათ? არც თუშიშვილს და არც შავდათუაშვილს არ დაუღალატებია ქვეყანა,სხვის მაგივრად თქვენ რატომ საუბრობთ? ადამიანებმა უმძიმესი შრომა და პერიოდი გაიარეს,შენს ქვეყანას წარმოადგენენ და კიდევ ესენი გვღალატობენ? 10 წლის წინ,ბექაური ან თუნდაც კვარა რო შეგხვედროდათ,გამარჯობასაც არ იტყოდით და თუ რამეს გთხოვდათ,უარსაც ეტყოდით და ახლა ამ ხალხს სასწაულებს თხოვთ? დაფასება იცოდეთ ადამიანების,მათი შრომის და თავდადების,ისეთ რამეს ნუ აკადრებთ,რაც მათ ღირსებას შელახავს. შენ რო გახვიდე და შენს ქვეყანას წარმოადგენდე,თავს დაზოგავ? მერე ვიღაც რო იტყვის გაგვყიდა,გვიღალატა... რას იგრძნობთ?ნათქვამია,ყველას სხვა თავისნაირი გონიაო. მე ვამაყობ ჩვენი ძიუდოისტებით,მადლობა მათ შრომისთვის და ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვისთვის. გამორჩევა არ მიყვარს,თუმცა ეთო ლიპარტელიანზე უნდა ვთქვა,ცეცხლი გოგოა და დიდ წარმატებას იმასახურებს. იმედია,სხვა ტურნირები უფრო წარმატებული ექნება,ასახელებს თავის ოჯახს და ქვეყანას.
ზაკო
ესეთი უზრდელები რატომ შემოდიხართ ამ საიტზე, მესმის დააფიქსირო შენი აზრი, მაგრამ რას წარმოადგენ ცხოვრებაში რომ ვინმეს შეურაცყოფას აყენებ, თავხედი და არაკაცი ხარ, რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ლაშაზე მეტი ან ქვეყნისთვის ან თუნდაც შენი ოჯახისთვის, ეს საიტი კი სულ გამო..ევდა ასეთების კომენტ. რომ აქვეყნებს. ეს უსამშობლო არარაობები
ჯორჯო ბიძია
შავის ფარჩაკული მაგას ჭიდაობა არ ქვია იმის მერე ვემშვიდობებით პარიზს..უნდა სცხვენოდეს შავის და თუშას რო დააღალატეს მთელი ქვეყანა..თან სად ოლიმპოს მწვერვალზე
ირაკლი
ქართველ სპორტსმენებს და მწვრთნელებს სჭირდებათ კარგი ფსიქოლოგი!!
Mogverdi
ყველა სპორტსმენს დიდი პატივისცემა ოლიმპიადა არის რჩეულთა შორის რჩეულების იქ უძლირესები არიან ადვილი არაა მოუგო საფრანგეთს იტალიას ეს უდიდესი სახელმწიფოებია უდიდესი ფინანსებით მადლობა თუშას ლიპარტელიანს გრიგალაშვილს
ახალი
ლაშას მაგივრად ვინ უნდა წაეყვანათ მეტი უკეთესი არავინ ჩანს 73 კგ გაეუქმებინატ წონა.მესმის უკეთესი თუ ვინმეა უნდა წაეყვანათ
Master
იქნებ გვითხრათ როგორ უნდა აიწიოს შიდა კონკურენცია?განსაკუთრებით გოგონებში რიგორ უნდა აიწიოს ესაა ყველაზე საინტერესო.ადვილია კლავიატურაზე წკაპუნი.ასიდან რამდენი მშობელი შეიყვანს გოგონას ძიუდოზე საქართველოში?ვფიქრობ ერთიც რთული საპოვნელი იქნება.საიდან უნდა მოიყვანო ამდენი გოგონა შვიდ წონაში რომ შიდა კონკურენცია აწიო?იაპონელებს როგორ ედრები?რასაც ძიუდოში ვაკეთებთ,ათწლეულების განმავლობაში ერთერთ გრანდად ვითვლებით ამ სახეობაში მსოფლიოში.ეს უკვე გმირობაა.არავის გვაქვს უფლება ძიუდოისტებზე რამე აუგი დაგვცდეს.ყველა ყოველთვის მაგარ ფორმაში და უშეცდომო ვერ იქნება.რეალურად და გლობალურად შეხედეთ სად ვართ ამ სპორტში.ბალასტური აზრები კი სჯობს თქვენთვის შეინახოთ.
როგორ გეკადრებათ-ს
სწორად ვერ გაგიგიათ როტაცია შეიძლება ოლიმპიადამდე (გუნდს სანამ წარადგენ) უშუალოდ ოლიმიადაზე კი არა. ევროპა და მსოფლიოზე გუნდურისათვის ცალეც მიყავთ ვიმე, აქ კი ეს არ შეიძლება. ურემი რომ გადაბრუნდებას პრინციპით მაქსიმუმ შეიძლებოდა ლაშას მაგიერ ვაჟას ეჭიდავა (66-ს 73-ში), და ვინ იცის გაამართლებდა თუ არა.
ჟორა
მთავარი მწვრთნელი იმიტომაა მთავარი, რომ ის აგებს პასუხს შედეგებზე და უნდა აგოს კიდეც. მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომ 2-3 თვეში ორჯერ შეხვიდე ფორმის ზენიტში ზღაპარი, ამიტომ გიჟები არ არიან ძიუდოს მოწინავე ქვეყნების მწვრთნელები, რომ მსოფლიო გამოტოვეს. ჩვენ კი ძირითადად პირველი გუნდით წავედით. ვინც არ წავიდა (ბექაური და სულამანიძე კი იჭიდავეს მხეცურად. ხომ ნახეთ რას გავდა გრიგალაშვილი? საშუალო დონეზე დაბლა იდგა და ფინალშიდაც, რომ შევიდა ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ. ანუ მწვრთნელების უდიდესი შეცდომის გამო იმას რასაც მივაღწიეთ მსოფლიოზე ვერ გავიმეორეთ ოლიმპიადაზე. ასევე მწვრთნელების შეცდომაა, რომ ბევრ პირველ ნომერს უბრალოდ არ ყავს შემცვლელი. ჩემთვის გაუგებარია ზაალიშვილს ერთხელ მაინც რატომ არ მიეცა ევროპა-მსოფლიოზე ჭიდაობის შანს. წელს თუშომ ევროპა, რომ წააგო რატომ მსოფლიოზე ზაალიშვილი არ დააყენეს? თუშოც უკეთესად მოემზადებოდა ოლიმპიადისათვის. იტყვით სამი ფინალისტი და ერთი ჩემპიონი კარგი შედეგიაო, მაგრამ ეს თავისუფალი-კლასიკებისთვისაა კარგი შედეგი და არა ძიუდოსთვის, აქ მინიმუმ ორი ჩემპიონი უნდა გვყოლოდა. სულამანიძემ, ტომ შენარჩუნებაზე ჭიდაობა არ იცის ვისი ბრალია? მერე თუ არ იცის რატომ აჭიდავებ შენარჩუნებაზე?
ლადო
მე არავარ ექსპერტი მაგრამ ერთ ტურნირზე სამჯერ რომ წააგებ სინდისმა მაინც უნდა შეგაწუხოს და გვერძე გაიწიო...რაც იყო ის წარსულშია ჩვენ მომავალს ვუყურებთ...
გოჩა
და კიდევ ერთი:ლაშა არის ძიუდოს ლეგენდა და დარჩება ქართველების სიამაყედ,მაგრამ როცა შენ წონაში ზედიზედ სამჯერ უშანსოდ წააგებ დაფიქრებაა საჭირო რაშია საქმე
S.K.K.
თვითონ ჩვენმა ძიუდოისტებმა "გაგვაფუჭეს" მიღწევებით. ასეთი პატარა ქვეყანა და ოლიმპიადაზე ამდენ მონაწილეში სულ შვიდი წონიდან სამში ფინალში გავიდა. ცოტაა?! ისე მეორე "რეალური" ოქროს ხელიდან გაშვება ნამდვილად დასანანია
გოჩა
ყველაზე უსინდისო და ნამუსგარეცხილი საერთაშორისო ფედერაცია არის ძიუდოს ფედერაცია.მოიგონეს გენდერული თანასწორობა ძიუდოში აფერისტებმა.არის რამოდენიმე სპორტის სახეობა სადაც შერეული წყვილები თამაშობენ,მაგრამ ამ სპორტის სახეობებს თან ცალკე აქვთ მამაკაცთა და ქალთა გუნდური დაპირისპირებები.ერთადერთი სპორტის სახეობა არის ძიუდო სადაც ნებადართულია შერეული გუნდური შეჯიბრი და აკრძალულია ამასთან ერთად ცალკე მამაკაცთა და ქალთა შეჯიბრი.
გიორგი
ისე მათხოვარი საქართველოს რომ 10-ჯერ მეტ პრემიალურს აძლევს ოლიმპიურ მედლებში, ვიდრე უნდიდრესი ქვეყნები, მაგაზე რა აზრის ხართ? სინგაპურის მერე ყველაზე მეტს საქართველო უხდის. არიქა, მერე პარლამენტ/მერებად დავსვათ, არ ვაწყენინოთ
ამატაკი
თავიდან ლოტოტრონით კმაყოფილი დავრჩი. გამომდინარე იქედან რომ ამ ოლიმპიადაზე რაღაც უარყოფითი აურა დაგვტრიალებს (მიუხედავად არცთუ ცუდი, პირიქით კარგი შედეგისა), ვერ ვიყავი დამაჯერებლად - ცუდი ვარიანტის მოლოდინში. ჰო და შავდათუაშვილი სადღაც საშუალო ვარიანტად მივიჩნიე, თითქოს გამიხარდა კიდეც. ვიფიქრე, ამჯერად მაინც ამ დონის სპორტსმენი შედეგს დადებდა ბოლოსდაბოლოს. სამწუხაროდ გავწბილდით! აღმოჩნდა რომ ლაშა ნამდვილად არ იყო მზად ამ ოლიმპიადისათვის და შესაბამისად ვერ აჩვენა მთელი თავისი სიდიადე. რას ვიზამთ, ძიუდოსაგან 1 ოქრო და 2 ვერცხლი, აბსოლუტური უმეტესობა ქვეყნებისათვის საოცნებო შედეგია. ეხლა სპორტის სხვა სახეობების ჯერია. სხვადასხვა სინჯის მედალს ისევ ველით! წარმატებები საქართველოვ!
ქართველი
მიუხედავად იმისა,რომ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოვიპოვეთ ძიუდოში, მაინც არ მგონია,რომ დიდად წარმატებული გამოსვლა გვქონდა. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ქართული ძიუდო იაპონელების შემდეგ საუკეთესოა მსოფლიოში და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. ძალიან დასანანია ტატოს და ილიას წაგებული ფინალები აი ძალიან,თუმცა რასვიზამთ ლოს ანჯელესში მინიმუმ 2 ოქრო უნდა დაიდოს ძიუდოში
ჯეჯე
რას გეტყვი იცი ძამა?!ფეხბურთელებს სასწაული შედეგი არ დაუდიათ მარა მთავარი გააკეთეს!ყველაფერი დადეს მოედანზე.ჯიგარი ეტყობოდათ,იომეს ყველა თამაშში და ხალხმაც დაუფასათ.ოლიმპიადაზე რო მოუმზადებელი მიდიხარ და გაფარჩაკებენ მაგას არავინ გაპატიებს!!!ბიზნესი თუ აქვს ვინმეს ბიზნესს მიხედოს და სპორტს სპორტცმენებმა მიხედონ!!!ასეა ეს!
ვისტი
როდესაც "ქართული ჯიგრული პონტიდან" გამოვალთ და პროფესიონალურად შევხედავთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ტატამზე თუ მოედანზე, გავხდებით უფრო ძლიერი სპორტული ერი. რაგბისტს როდესაც 10 წუთი სინ ბინში უშვებენ იმაზე ნერვიულობს რომ გუნდი დააღალატა და არა იმაზე ნახე რა მაგარი ბიჭი ვარ არ შევარჩინეო. იგივე შემთხვევაა აქაც, როდესაც გუნდის წევრი ხარ და ნერვებს ვერ იკავებ, შენ გუნდს აღალატებ პირველ რიგში.
გიორგი
დაუცდათ ფეხი და გამოხტით? მარტივია ხო სახლიდან და დივნზე წამოწოლილი კრიტიკა? ქართველები ხო ყველა პროფესორები ვართ, ალბათ თქვენ რომ წასილიყავით ყველა ოქროს ჩამოიტანდით და გუჯეჯიანზე მეტი კომპეტენციაც ხო გაქვთ, უკეთ შეკრავთ გუნდს და დაასრულებინებთ კარიერას როცა კი ვინმე წააგებს. ასე მკვახედ ლაპარაკი მერე დაიწყეთ როცა რომელიმეს დარს იზამთ.
ვაახ-ს
100%-მართალი ხარ ძმაო!
არდილეს 78
იტალია 1/2 ფინალშია.რა შანსი დავკარგეთ...
გუგა
რატომ უწერთ დისლაიქებს ?.დაცინვას ვუნმე აიტანთ ?.
ვაახ?
ფუ, როგორ მეჯავრება თქვენაირი დაუნდობელი "ვითომ გულშემატკივრები"? იმის წასვლის დროა, ამის წასვლის დროა, ვინ ხართ თქვენ, რო სხვებს განსჯით? სპორტია ხან ისე გამოვა, ხან ასე! გეყოთ უკვე ყველას გაკრიტიკება! ყელში ხართ უკვე ამოსულები.
ერი
საქართველოს ღირსების დაცვისთვის ,გურამ თუშიშვილს გადაეცეს ფულადი პრემია მინიმუმ ბრინჯაოს მედლის საზღაური .პ.ს ხომ ამბობთ ღირსებით ევროპაშიო .
A
39 ზე გავიდა, 40 სპორტსმენში
Pele
Sonxishvili boxshi ki aigebda medals iseti moado italiels
Pele
40-40 gavida
budu44
ნინო სალუქვაძემ რა ქნა გუშინ? არავინ არ წერს.
როგორ გეკადრებათ?
იაპონელები აკეთებენ როტაციას. და როტაციის უფლება გაქვს, იმათგან ვინც კვალიფიცირებულია ოლიმპიადაზე
ბესო
საერთოდ არ იყო ლაშა წასაყვანი პარიზში, უმოტივაციო და ფიზიკურად მოუზადებელი იყო!!... ლაშას და მწვრთნელების მხრიდან ეს უკვე დიდი უპასუხისმგებლობა მიმაჩნია! დაუთმე რა ადგილი ახალგაზრდებს! ეხ..ისევ ესეთი უპასუხისმგებლობა და ქართული ჯიგრული პონტები დაგვღუპავენ..
აბგდ
უდიდესი პატივისცემა ლაშას მაგრამ მისი დრო უკვე წავიდა.რაც შეეხება გოგოებს არ ვიცი რა ვთქვა:დ თუ ძიუდოს ქვეყანაა საქართველო და მჯერა რო ეგრეა მაშინ ლიპარტელიანზე და სომხიშვილზე უკეთესი გოგოები რანაირად ვერ გავზარდეთ?უდიდესი პატივისცემა ასევე ლიპარტელიანს მაგრამ ოლიმპიადაზე რაც ქნა ეს არის მისი მაქსიმუმი,არც იმის მჯერა რომ შემდეგში მოუმატებს მისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე.ძალიან ცუდია მაგრამ ფაქტია რომ ქალთა ძიუდო ფაქტიურად ფურცელზე გვაქვს და უფრო სამწუხაროა როცა იტალიას შენზე ძლიერი ძიუდოისტები ყავს ან გერმანიას ქალებში.მომავალ ოლიმპიადაზე იმედია უკეთესი შემადგენლობით გავალთ და რაც მთავარია კონკურენცია გავლილი შემადგენლობით.მესმის ქალებში ფაქტიურად არ არის კონკურენცია და შედეგებიც სახეზეა
Master
პირადად მე ვერ ვხვდები,რატომ ველოდებოდით გუნდურში მედალს?ყველა შეხვედრას 0-2-ით ვიწყებთ.სხვა საქმეა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა და იქ მედლის აღება და სულ სხვა ოლიმპიადაზე.ევროზე და მუნდიალზე გაქვს როტაციის უფლება და თუ გახსოვთ 73-ში ლაშას ხშირად არ აჭიდავებდა,უმეტესად კაპანაძე ჭიდაობდა ხან ტერაშვილი.ოლიმპიადაზე კი როტაციის გარეშე წარმოუდგენელია ვაჟებმა და ეთომ ყველა შეხვედრა მოიგონ.დადგა ლოგიკური შედეგი,ჩვენ კი გვიკვირს.საერთო ჩათვლაში ძიუდოში მეოთხეზე გავედით და მაინც არ ვართ კმაყოფილნი.უაზრო ამბიციებს ვყავართ შეპყრობილინი ყველაფერში.მეტად დაფიქრდი ქართველო გულშემატკივარო,სპორტი მარტო ამბიციის დაკმაყოფილება არაა
ეეე
სოფო რატოა ბალასტი, გერმანელი მშვენივრად დააგდო გუშინ, დღესაც ოლიმპიურ ჩემპიონს არაფერს უთმობდა, უბრალოდ ხელი მოუხდა ცუდათ, ასკილაშვილს კი დე რა ექნა ზედა წონას ეჭიდავებოდა, ლაშა კი მართლა უნდა წავიდეს, პრინციპში თუშიც.
ახალი სისხლია საჭირო, თანაც სპორტის ყველა სახეობაში
თუ რინერივით უპირობო ლიდერი არ არის, ასაკოვანი სპორტსმენი აღარ უნდა წაიყვანო. გასაგებია ძველი დამსახურება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და შეიძლება სხვანაირად დააფასო ასეთი სპორტსმენები. ეხლა რა აზრი ქონდა ნინო ბებიას წაყვანას ტყვიის სროლაში? რამდენი ხანია რომ შედეგი არ დაუდვია? გასაგებია რომ საარჩევნოდ არის საჭირო, მაგრამ ქვეყანა რომ ზარალდება, ამაზე ვინმე ფიქრობს?
ბეჟო
სომხიშვილი პრიჩოსკის და მაკიაჟის გაფრთხილებაზე უფრო დარდობდა აშკარად
Dato
Mtavar balasti Gudjedjiani aris, sheidjleba kargi adamiani aris, magram, xo ar daigale? Iq morcha qwelaper chemtvis
შავს
შავდათუაშვილო, შენ კაცი არ იყო თუ ამ ფიასკოს შემდეგ თავად არ წახვიდე ნაკრებიდან და გზა ახალგაზრდებს არ დაუთმო
რატომ არ დამიჯერეთ?
გეუბნებოდით ხაბარელი და ინჯია წაიყვანეთ-მეთქი და არავინ დამიჯერა. აი შედეგიც მივიღეთ....
რემი
შავი ლეგენდა ხარ და ორი აზრიც არაა ..თუმცა დიდი სპორტიდან ღირსეული წასვლის დროა
არა ბალასტს
ილეთი ვერ გააკეთა ლაშამ 3 შეხვედრაში. სომხიშვილი ყოველთვის ბალასტი იყო და სულ ასეთად დარჩება სამწუხაროდ. ალბათ ასკილაშვილიც ვეღარ მოუმატებს. მარგველაშვილიც უკან-უკან მიდის. მოკლედ ბალასტით ვართ ოლიმპიადაზე წასულები, ასე გამოვიდა. ცვლილებებია საჭირო და შიდა კონკურენციის ამაღლება, ისე როგორც მაგალითად იაპონელებს აქვთ. ბევრი შრომა გვართებს კიდევ რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ.
ეეე
ამას მარგველაშვილი აჯობებდა.
ქიტესა
შეპირებულმა მილიონმაც ცუდი როლი ითამაშა
არდილეს 78
ექვსიდან ორი ტურისტი გვყავდა გუნდში და ძნელია ასე წარმატებაზე ფიქრი.ლოტოტრონშიც არ გაგვიმართლა
შეგეცით
sava
es iset formashi iyo damwyebi dziudoistic mougeba. udidesi pativiscemis miuxedavad droa mixvdes misi epoqa dasrulda da gza sxvas dautmos
Vvv
შავდათუაშვილი როგორ არ უნდა დააფასო მაგრამ გვერდზე უნდა გაიწიო აღარ შეუძლია გდება ვერ გააკეთა პოზიტიური მომენტი არ ქონია მთლიან ოლიმპიადაზე და ნუ აღმერთებთ სპორტს ყველა კარგ ანაზღაურებას ღებულობს სხვათა შორის ხალხის გადასახადებით და უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით ჯარისკაცები თავს წირავენ მიზერულ ხელფასებზე და არავის არ ახსოვს ისინი გამონაკლისების გარდა ომში რატო წახვედი ამას ეუბნება ბევრი არაქართველი გმირები საქართველოს ჯარისკაცები არიან ვინც მთელი ისტორიის განმავლობაში სისხლით მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა დღემდე
დიმა
მსოფლიოზეც პირველივე წააგო, მაგრამ ხელშეუხებელია.
A
მადლობა ძველი დამსახურებისთვის, მაგრამ ასე უსუსური არ გვინახიხარ, არ უნდა წასულიყავი საერთოდ,
ზაქარია
სამწუხაროდ, გუნდურში აღარ ვართ ის ძალა ქალებისა დ კაცების გაერთიანების შემდეგ. თუმცა შავდათუაშვილისგან მეტს ველოდი, 3 შეხვედრიდან ეყველა წააგო. ფიზიკურად ვერ ჩანდა მომზადებული. გადამყვეტი შეხვედრა იტალიასთან მალევე წააგო, რადგანაც გადაღლილი იყო უკვე. ასაკიდან და ფორმიდან გამომდინარეც მისი წაყვანა შეცდომაც იყო ჩემი აზრით.
.
ოლიმპიადის მოსაგებად წავიდა შავი და 3 შევედრა წააგო.. ასე გინდოდა ოლიმპიადის მოგება?? დროა ნაკრებში გზა ახალგაზრდებს დაუთმოს.....
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
"ბაიერნი" ხავსს ეჭიდება - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს - ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა
რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა
"ლეიკერსის" საჩუქარი ხვიჩას - პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
"ბარსელონაში" გადასვლა ძვირად დაუჯდა - გარსია სახლიდან ვეღარ გადის
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა