თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა - ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა მონღოლი ბახტიაარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი ჯაბნიაშვილმა სლოვაკი პეტერ ზილკა დაამარცხა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევს აჯობა, მეოთხედფინალში კი კვიპროსელ იანის ანტონიუსს სძლია. თუშიშვილმა ნახევარფინალში მონღოლი ბახტიარი დაამარცხა და ფინალში ინალ ტასოევს შეხვდა. ამავე წონით
ირაკლი დემეტრაშვილმა მერვედფინალში ნიდერლანდელი იელე სნიპე დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინელ ევგენი ბალევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი სამწუხაროდ, ინალ ტასოევთან დამარცხდა.

- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველ წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს სძლია, მერვედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიქსანდრ სიდორიკს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ირაკლი ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიესთან დამარცხდა.

ცნობისთვის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (- 90 კილოგრამი) ასპარეზობას პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ილია სულამანიძე (-100 კილოგრამი) კი მისთვის ამ ტურნირზე მეორე ბრძოლაში, მერვედფინალში დამარცხდა.

ბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედლით – (ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო) დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაღაც ნამეტანი ფეხზემკიდია შედეგებს ვიმკით ამ ბოლოს ძიუდოში.. ჯუდო.. ასე ქვიაო ამ ბოლოს მესმის.
თუშიშვილს ვულოცავ დაბრუნებას, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, რინერის შემდეგ ტასოევი ყოფილა მეორე ნომერი. მერამდენე ფინალს აგებ გურამ..?!
დავით
10:25 24-03-2025
1
Ტასოევის ბულკია ტიპი და რინერის დამარცხება უნდოდა თან პარიზში.დდდ
Touter
23:55 23-03-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული