მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს

AutoSharing Option
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის მესამე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილი შეეცდება.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/2-ფინალში სომეხ მაქსიმ მანუკიანს ვერ გაუმკლავდა - 0-7 და ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს.

დღეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. მძიმეწონოსანი ლევან არაბული 1/4-ფინალამდე მივიდა, ლაშა მარიამიძე (59) და გოგა გოგიბერაშვილი (66) კი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 2 ბრინჯაოს მე
დალია, რომლებიც რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატარიძეს ოლიმპიადამდე ვმალავთ?
Irakli apkhaidze
21:16 22-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული