U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველი "ბერძენ-რომაელების" 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
5 ივნისს, სტამბულში დაწყებული ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 3 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის ლერი აბულაძე (63 კგ) იჭიდავებს.

წურწუმია თურქ ერკემ ოზთურქს დაეჭიდება; პატარიძე მისთვის ნაცნობ მეტოქეს, თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდება. ფინალური ბლოკი 5 ივნისს, 19:00 საათიდან დაიწყება.

გარდა ამისა, 5 ივნისს, სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 60-67-72-82-97 კგ კატეგორიის ფალავნები წინასწარი და
ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს ღირსებას კი დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ლევან ქავჟარაძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული