წურწუმია ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა.

მან ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიჰადემს, რუს ვასილი ტოპოევს და ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანს სძლია, ნახევარფინალში კი  აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა.

ხვალ წურწუმია ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ტურნირზე გიორგი ხუჭუა (72 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) დამარცხდნენ. ხუჭუა რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას.

ხვალ ტურნირზე დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ჩაებმებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ ჭურში ზიხართ ტო ? ვინ კლავს ბერძნულ რომაულს ჩვენი ფედერაცია? გუშინ წურწუმია რა უქნეს ვერ ნახეთ თუ ზეპირი კომენტარებია ან ვერ ერკვევით ქულების შეფასებაში.
samtredski
12:02 26-10-2018
0
დათუნაშვილი რატომ არაა?მაგაზე მაგარი ბევრი არ გვყავს ბერძნულ-რომაულში.
zura
23:35 25-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული