კობლიაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს სძლია. ის შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 1:2 მარცხდებოდა, მაგრამ 4:2 გამარჯვება შეძლო.

კობლიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ან რანაირად იჭიდავა და ეს რა მოგება იყო.გეგონება ეძინაო.
თემო
16:21 29-10-2018
0
რობერტ შენ ამ წონის ლიდერი ხარ!!!!! და მომოვალში შენსგან მხოლოთ ოქროს ველოდებით!!!!
gulshematkivari
23:11 27-10-2018
0

სიახლეები პოპულარული