საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.
ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.
შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.
და ეს სპორტსმენები თუ არც ივარჯიშებენ, საერთოდ არც გვჭირდება ისეთი მოჭიდავეები, რომლებიც ძალადობას ამართლებენ.
რამდენი სიბინძურე იმალება თურმე ჭიდაობის(ძიუდოს ჩათვლით) ფედერაციაში?! რა ოჯახი,რის ოჯახი,კლანი ჰქვია მაგას!!! ხელისუფლებაც ერთი გუნდი და ერთი ოჯახია ვითომ,სინამდვილეში კლანია! დამნაშავეთა და გამდიდრებისა და ძალაუფლების მოყვარული კრიმინალების კლანი!!!!!!!