საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.
ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.
შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.
იმ სხვა ქვეყანაში შემოარტყას ჯაჭვი თანაგუნდელს და იძახოს ოჯახია, ოჯახიო და აქეთ რას შემოარტყამენ, მაგასაც ნახავს!!!
მაგრამ საქმე იმაშია, რომ სხვაგან ამას ვერცერთი გაბედავს, აქ არიან მაგრები, ჯგროდ როცა არიან მაშინ.
მოკლედ, ჯიგრებო, ვინც ასეთი კვერცხული ლოგიკის მატარებლები ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ სადაც გინდათ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ. ეგ თქვენი "ოჯახი" ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების დაფინანსებულია და თქვენი ბღლარძუნის ყურება არ გვინდა, არაააა!!! თქვენი საქმეა ჭიდაობა და არა ზონდერობა!!!