This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.
ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.
შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.