ირმა ჭკადუა - ყველამ დავინახეთ, როგორი აურზაურიც იყო იმ დღეს სპორტის სასახლეში, ამ აურზაურში რთულია გავიგოთ, ვინ ვის ურტყამდა

AutoSharing Option
სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გირაოს გადახდისთანავე უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი პროცედურულად დღესვე განხორციელდება.

"რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგეშიძის გადაყენების მოთხოვნას, აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რომ სასამართლომ ის არ გადააყენა. ყველამ იცის ფედერაცის ის წარმატებები, რომელიც მისი პრეზიდენტობისას განხორციელდა", - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობს, ვინაიდან უნდა გაირკვეს სხეულზე დაზიანებები ვის მიერ მიადგა ადამიანებს. "სასამართლოში დღეს წარვადგინეთ ფორმა
100, სადაც წერია, რომ ბატონ გეგეშიძეს დაადეს ნაკერები. ყველამ დავინახეთ, როგორი აურზაურიც იყო იმ დღეს სპორტის სასახლეში. ამ აურზაურში რთულია გავიგოთ, ვინ ვის ურტყამდა. როცა ვამოვა, თავად გააკეთებს განცხადებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. არის ზღვა მასალა, გამოთხოვილია პირდაპირი ტრანსლაცია, უნდა დავსხდეთ, ვნახოთ როგორც ადვოკატებმა, ისე პროკურატურამ. უნდა გამოიძის პროკურატურამ ვინ ვის რა სახის დაზიანება მიაყენა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარე ვართ, ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტურობა, უნდა გაირკვეს ვის მიერ მიადგა ადამიანს დაზიანება და საერთოდ, ეს დაზიანება ინციდენტის დროს იყო მიღებუული, თუ ტატამზე მიღებული დაზიანება იყო. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ამას საგამოძიებო ორგანიები გამოიძიებენ", - განაცხადა ჭკადუამ.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამართლიანობამ უნად იზეიმოს, არც ერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს უხეში ძალით. ამ ინცინდენტს მორალური მხარე აქვს, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პირველ რიგში. ისიც უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ ''როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა''.
გიზოგ
15:21 25-01-2019
1
"ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძე. მხარდამჭერებმა და არამხოლოდ მათ, ჩვენც რიგითმა მოქალაქეებმა მორიგეობა დავაწესოთ, რამე არ მოუვიდეს გეგას, დავიღუპებით... :) :) :)
giorgi
09:51 25-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული