შელიას თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია და მას ამის ამსახველი დოკუმენტაცია გააჩნია.
"მოვედი მომზადებული, მაქვს დოკუმენტაცია. აქ ბევრი კომპლექსური პრობლემაა. მე გავამახვილებ ყურადღებას ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით და მოგახსენებთ: გუშინ მოვისმინე რეპორტაჟი, სადაც პრობლემებზე იყო საუბარი: დარბაზის გაუმართაობაზე, საშხაპეზე.
მე მაქვს 27 დღის მონაცემი პრემიების დარიცხვის შესახებ. ეს არის ბანკის ოფიციალური ამონაწერი, სადაც 100 000 ლარი გაცემულია პრემიის სახით.
26 974 ლარი დაერიცხა ადმინისტრაციის უფროს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ორი თვის მოსულია, როცა ბიჭები საშხაპეში დგანან და ელოდებიან რიგს, როდის გათავისუფლდება.
მე მაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაა გამოცემული და პრემიების დარიცხვის წესი შედეგების მიხედვითაა გაწერილი.
აქ არის ძალიან დიდ თანხებზე საუბარი: თუ სპორტსმენმა 100 ათასი ლარის შედეგი "გააკეთა"(ოლიმპიადაზე ან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მედალი აიღო), მწვრთნელს მთელი თანხის 50 პროცენტი, ანუ ამ შემთხვევაში 50 000 ლარი ერიცხება.
ვლადიმერ გეგეშიძე არის გეგა გეგეშიძის ძმა, რომელმაც ერთი წლის წინ სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შემდეგ მას გაუჩნდა რამდენიმე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მოწაფე.
ხალხს, რომელიც ოცნებობდა და ნატრობდა, რომ ეს კაცი წავა და მოგვშორდება, ამ კაცის პოზიციაზე დაბრუნებით, იმედი მოუკვდათ", - განაცხადა გოჩა შელიამ.
ზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო
გოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს