საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლოდროინდელ მოვლენებზე ეხმაურება.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დეტალურად იკვლევს ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში. ამავდროულად, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, რომელიც ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას.

ჭიდაობაში სიტუაციის არევის მსურველი ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ყოველ დღე, მიზანმიმართულად ცდილობენ ახალ-ახალი "ნაღმის" დადებას. მათი მიზანია, დაძაბულობის მუხტი უფრო და უფრო გაიზარდოს და ნაბიჯ-ნაბიჯ, საჭიდაო სამყაროში მოტრიალე ხალხიც შეიყვანონ შეცდომაში.

გუშინ - 25 იანვარს, ტელეკომპანია
რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ამ არხის სპორტული კორესპონდენტის დავით ერაძის საცხოვრებელი სახლის აივნის კარზე ნატყვიარს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ ეს შემთხვევა შეიძლება უკავშირდებოდეს დავით ერაძის მიერ ერთი კვირის წინ მოჭიდავეების სკანდალზე მომზადებულ რეპორტაჟს.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი პირდაპირ ახსენა 5 ათასი ლარის გირაოთი წახალისებული მოძალადეები, რომლებიც ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზებას ახდენენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ფაქტია, ხელი გამოიშვირა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტისკენ.

მოვუწოდებთ მას-მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ინფორმაციების გავრცელებისგან, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და ნუ შეეცდებიან, ქართული ჭიდაობის სამყაროში დღეს არსებული დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაძაბონ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერთოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მიზანმიმართულად აგორებულ პროვოკაციაში და თავი აარიდოს ყოველდღიურად მომზადებულ შეურაცხმყოფელ დარტყმაზე კონკრეტული პასუხების გაცემას.

კარგად ვიცით, რომ სატელევიზიო სიუჟეტებში მხოლოდ ერთი მხარის საუბრის გამოქვეყნებით თავს არათანაბარ პირობებში ვიყენებთ და შესაძლოა ბევრმა მაყურებელმა ცალმხრივი სიუჟეტების ნახვის შემდეგ არასწორი დასკვნაც გამოიტანოს, მაგრამ... ჩვენი მთავარი საქმე სპორტის სიყვარულია და არა სკანდალური განცხადებები.

სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა იმ ისტორიული წარმატებების მიღწევა, რომლებსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ. 2018 წელს ჩვენმა მოჭიდავეებმა აქამდე არნახული შედეგიანობით გაგვახარეს. ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს. ქართველი მოჭიდავეები საქართველოში წლის შემაჯამებელ ყველა გამოკითხვაში მოწინავეთა შორის იყვნენ, საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მივიღეთ და რაც ყველაზე გამორჩეულად სასიხარულოა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ახლახან დასახელდა საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად.

სწორედ ამ შედეგიანობას ვერ ეგუება ბევრი მტრულად განწყობილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი და სამწუხაროა, რომ ბინძურ პროვოკაციებში სპორტსმენების გარევასაც არ ერიდებიან.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ფედერაცია მოსალოდნელი პროვოკაციებისგან. 25 იანვარს ადგილი ჰქონდა პირდაპირი დადანაშაულების ფაქტს, რაც მიზანმიმართული ბინძური კამპანიის ნაწილია", - წერია ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში.

altსპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლს ესროლეს

altგოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული

altგოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

მკითხველის კომენტარები / 13 /
მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, რაის ინცინდედტის შემსწავლელები ხართ ან რა შესწავლა მაგას უნდა. წადით პრეზიდენტიან გუნდიანად და ეგ იქნება ადეკვატური რეაქცია მომხდარზე. ნუ გადარიეთ ეს სპოტსმენები. ვეღარ გაუგიათ იცინონ თუ იტირონ
grego
26 იანვარი 2019 14:27
1
მე ზურას მხარეს ვიჭერ,ვიცი საერთოდ აპოლიტიკური ადამიანია,ეს ერორელები ცდილობენ ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ.ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ცრუსთავი უნდა დაიხუროს,ჩვეულებრივი მატყუარები არიან.ეხლა არ დამიწყოთ ეს არხი რომ არა ზურა ვერაფერს იზამდაო.ზურა მიზანს მიაღწევს ხალხის და სიმართლის ხარჯზე.
ნუ უყურებთ მატყუარებს.
26 იანვარი 2019 14:24
2
სრულად გეთანხმები!
gio
27 იანვარი 2019 00:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული