"ადამიანს პირად წყენას ვაპატიებ, მაგრამ ეს ჩემს პირადს სცდება. ამდენი წელი საქართველოს სახელით გამოვდივარ და ზუსტად ახლა რატომ მომინდა წასვლა?! არსად არ მინდა წასვლა. უბრალოდ, მომცეს საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო", - ამის შესახებ ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიის" პირდაპირ ეთერში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მისამართით განაცხადა.

ზურაბ დათუნაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ქვეყნის დატოვების შესახებ, განმარტებები გააკეთა. ორგზის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებასა და პრობლემებზე ისაუბრა და მოითხოვა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობამ თანამდებობა დატოვოს.

"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა. რა გავაკეთო, აღარ ვიცი. სხვაგვარად ჩემი კარიერა იღუპება. ვითხოვ, რომ გადავარჩინო. თუ ეს ხალხი უნდა დარჩეს აქ, ფედერაციაში, მაშინ მე უნდა წავიდე, რადგან ამ ადამიანებთან თანამშრომლობას მე ვერ ვხედავ. ვიცი მათი აგრესიული დამოკიდებულება ჩემდამი", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

დათუნაშვილმა 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მას არავინ დაკონტაქტებია და მომხდარი ფედერაციას სათანადოდ არ შეუფასებია. დათუნაშვილი აცხადებს, რომ მისი დაბლოკვა ამ ინციდენტამდე 6 თვით ადრე დაიწყო.

"ისეთ სიტუაციას ქმნიან, რომ მე ჩემი შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინო. არ მაძლევენ საშუალებას. ეს ყველაფერი ზაფხულში დაიწყო. სამი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ვერ წავედი. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარეს, იქაც არ ვიყავი. ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, თუ ასე უნდა დავიბლოკო, უნდა წავსულიყავი სადღაც. სხვა გზა აღარ მქონდა.

დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ შერიგდებიან და მორჩა. მე ხომ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

მოჭიდავე აცხადებს, რომ მის პოზიციას ბევრი მოჭიდავე იზიარებს, თუმცა საუბარი უჭირთ.

ამასთან, მისივე თქმით, თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ ჩამოშორდება, მისი კარიერა საქართველოში დაღუპულია და თავს უნდა უშველოს - ან უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, ან სპორტს თავი უნდა დაანებოს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

წყარო: ipn.ge

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს