ზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძე ცრუობს, მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე კონკურენციას გავურბივარ

AutoSharing Option
გეგა გეგეშიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჯერ კიდევ შარშან ყაზახეთში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი და ამისთვის საბაბს ვეძებდი, - ამის შესახებ Sportall.ge-ს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა.

მოჭიდავის თქმით, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან მას შეთანხმება ან მოლაპარაკებები არც ამ ეტაპზე აქვს.

"გეგეშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მე ჯერ კიდევ ერთი წლის მქონდა გადაწყვეტილი ყაზახეთში წასვლა და ამისთვის საბაბს ვეძებდი, არის სიცრუე. ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ცრუობს, არანაირი მოლაპარაკება არ მქონია. მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე წასვლა მინდა და
კონკურენციას გავურბივარ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. სასამართლომ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქმეზე არსებითი განხილვისთვის 20 მარტი, 15:00 საათი განსაზღვრა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გეგა გეგეშიძემ 11 იანვარს სპორტის სასახლეში მასსა და დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დათუნაშვილს ეს პროვოკაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

"თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი. მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა ყაზახეთში. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება და რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა ჩატარებული სამუშაოები. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ის ორი წელია გუნდში ვეღარ ხვდებოდა", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი-გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაფიქრდით! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო წლიური შედეგების მაჩვენებელმა ფედერაციამ დაგეგმა, რომ სპორტის სასახლეში, პირდაპირ ეთერში უნდა დაეჩაგრა დათუნაშვილი.ამ ბოდვის თუ ვინმეს ჯერავს... გულწრფელად მეცოდება... ფედერაციის ინტერესებშია, რაც უფრო მეტ ოქროს მედალს მოიპოვებს. უბრალოდ მის ინტერესებში ლოგიკურად არ შედის ვინმეს დაჩაგვრა და სუსტის გაყვანა. სულ ეს არის, მეტი არაფერი. მარტივია...
წლის საუკეთესო ფედერაცია
15:42 15-03-2019
1
კომენტარებში სინდისსა და დათუნაშვილს ერთად ნუ ახსენებთ. ერთამენთთან საერთოდ შეუთავსებელია. თუმცა, როცა თქვენთვის სინდისის სინონიმებია: რუსთავი 2 , გვარამია, მელია, მელაძე... ჩორგოლიანი არ დაგეკარგოთ კიდევ არსად, ყველაფერი გასაგებია. მორალთან ძალიან მწყრალად ხართ! პატარა გამოცდა - ერთი კაცი მაჩვენეთ თქვენს გვერდით!
... ხურმა რა ხილია.
12:20 14-03-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული