მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე აცხადებს, რომ ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლის ერთწლიანი აკრძალვა ჰქონდა.

"მაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცი, რომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ინციდენტები იყო და თითქმის ყოველთვის ინიციატორი დათუნაშვილი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით, სხვა დროსაც ხომ არ ყოფილა მსგავსი ინციდენტები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ გვინდოდა ეს ოფიციალურად წარგვედგინა შესაბამისი სტრუქტურიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა ამ ეტაპზე, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვეთ, ეს ინფორმაცია სასამართლოს გამოეთხოვა.

ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის ინიციატორი არის დათუნაშვილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. რაში სჭირდებოდა გეგეშიძეს ამ ჩხუბის ინიცირება? დათუნაშვილმა შეჯიბრი წააგო და განაწყენებულმა მოაწყო ის, რაც მოხდა“, - აცხადებს ცუცქირიძე.

გეგეშიძის ადვოკატის ამ განცხადებას ზურაბ დათუნაშვილმა სიცრუე უწოდა.

"ეს სიცრუეა, რამდენიმე თვის წინ ვიყავი ევროპის ბევრ ქვეყანაში და ჩამოვედი", - განაცხადა მოჭიდავემ.

შეგახსნენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მომზადებულია ipn.ge-სთვის

,,მაგარი კაცები''
,,ზურა კაცია და კაცად დარჩება'' - თქვეს უფრო მაგარმა კაცებმა; გვარამიამ, გაბუნიამ, მელაძემ და ვაჟკაცის ცრემლი მოიწმინდეს... ცრემლები ხომ არ მოგადგათ?!... მე კი .... უჰჰ...
gio
ჩემი კომენტარი მაგრა მოგწონებიათ,რომ შეჭამეთ და არ დაწერეთ; შეგერგოთ ჩრდილოეთ კორეელებო!
ბესო
/სოსო/ კი ზუსტად მასეა. ზურაბს სიდინჯეს და იღბალს ვუსურვებ. არაუშავს, კაცი ყოველთვის კაცად დარჩება.
Giusha3232
მეტი ვერაფერი მოიფიქრეს განგსტერებმა?
სოსო
წიწაკაანთ მაგდანა.საქართველოში,ადვოკატი,მაინც და მაინც უნამუსო რატომ უნდა იყოს?იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე,უბრალოდ ჭორების გამო გადადგა,გეგეშიძის დანაშაულს კი მთელი საქართველო უყურებდა და მოწყობილი ამბავიო.მართლა წიხლის კვრით უნდა გარეკო ამისთანა ხალხი, თანამდებობებიდან და საშვილიშვილოდ აუკრძალო, რაიმე თანამდებობის დაკავება.უტიფარი.ეს ძველი სიტყვაა და ისეთ ადამიანზე იტყოდნენ,რომელსაც თავისი უსირცხვილობის გამო,კაცი კი არა,ტიფიც კი არ გაეკარებოდა.ტიფი მაშინ მთელ ქალაქ-სოფლებს, დედაბუდიანად სწყვეტდა ხშირად.ეს ადვოკატიც და მისი დაცვის ქვეშ მყოფიც,სწორედ ასეთი უტიფრები არიან.ისე, არც მოსამართლე ჩანს ძალიან კდემამოსილი.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
დათუნაშვილი-გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე არსებითი განხილვა 20 მარტს გაიმართება
"სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები" - ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს