ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებს.

ამის შესახებ მოჭიდავე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისივე თქმით, ჭიდაობის ფედერაციამ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არ მისცა, ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

Sportall.ge დათუნაშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 23 თებერვალს გაიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და რომელზეც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, გეგა გეგეშიძეს სპორტის სასახლეში ჩადენილ საქციელზე თანამდებობის დატოვებით ეგო პასუხი. თუმცა სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობაც არ ყოფილა და ერთადერთ გამოსავლად პრეზიდიუმის წევრებმა ჩემი გეგასთან შერიგება მიიჩნიეს.

როგორც 23 თებერვალსვე განვაცხადე, მე ამაზე ვთქვი უარი და ცალსახად აღვნიშნე, რომ გეგა გეგეშიძისა და მისი გუნდის ფედერაციის სათავეში ყოფნის პირობებში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აღარ გავაგრძელებდი. პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა. მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე - იძულებული გამხადეს, კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი ფაქტის, მტკიცებულებისა და არგუმენტის, ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა გახდა შეუძლებელი. ახლა კიდევ უფრო გასაგები ხდება სხვა სპორტსმენების დუმილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არის ხელშეუხებელი და რაც უნდა ჩაიდინოს, მას პასუხისგება არ უწევს. როგორც მე დავდექი იმის წინაშე, რომ იძულებული ვარ, კარიერა დავასრულო, ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ სხვებიც.

მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ვინც ჩემ გვერდით არის, ფედერაციამ მათთან ანგარიშსწორება უკვე დაიწყო. მაგალითად, მწვრთნელ ზურა შელიას მოუხსნეს ხელფასი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია მუდმივად აცხადებდა, რომ ნაკრებთან ვარჯიში გამეგრძელებინა და რომ ყველანაირი პირობა შემექმნებოდა, ამის პარალელურად მეც მომიხსნეს ხელფასი.

რეალურად, მას შემდეგ, რაც ზემდგომი პირების მიერ არაჯანსაღი გარემოს შექმნაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბარი დავიწყე, ჩემ მიმართ სხვადასხვა მეთოდით ბრძოლა დაიწყეს და პრობლემების შექმნას ყველანაირად ცდილობდნენ. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მესმის იმ ბიჭების, რომლებმაც საკუთარი კარიერის გადარჩენის გამო არჩიეს სიჩუმე, თუმცა ერთადერთი, რაც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ, არის იმ სპორტსმენების და არა მარტო სპორტსმენების დამოკიდებულება, რომლებიც სიჩუმეს ე.წ. ძველბიჭური მენტალიტეტით ხსნიდნენ. რეალურად კი დადგნენ უღირსი პოლიციელის გვერდით, რომელიც ადამიანების ცემაში ფულს იღებს და ამით საქვეყნოდ ცნობილია. ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" და არა "ძველბიჭობა". მე კი პატივს სიმართლის მთქმელ ადამიანებს ვცემ და არა სისტემის "ვირთხებს".

როგორც უკვე აღვნიშნე, იძულებული გამხადეს, მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა, რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა - ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ, უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.

ვიცი, რომ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ ხნის განმავლობაში მომდიოდა უამრავი შეტყობინება. შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან მივიღე", - წერს ზურაბ დათუნაშვილი.

• განსაკუთრებულობის მანიით შეპყრობილი

დათუნაშვილო, შენი ამპარტავნობით, ქედმაღლობით, მედიდურობით, განსაკუთრებულობის მანიით პრივილეგიების მოთხოვნით, ყველაზე ზემოდან ყურებით,პროვოკაციებით, არაკაცური საქციელებით, ყველას თავი მოაბეზრე (რბილად ნათქვამია). მერე ვითომ გიკვრის გვერდით რატომ არავინ არ მიდგასო. რაღაცეებს ნუ ფილოსოფოსობ.

• მორჩა თქვენი ინტრიგნობა

არბიტრებს რომ ვერ ,,აკაჩავებთ'' ახლა ,,ნაგლად'' შენ და შენი ძმა, ამიტომ ეძახით ფედერაციაში დამყარებულ წესრიგს ტოტალურ მმართველობას?! მუდმივად შარებში გახვეული შინ და გარეთ!

• მერაბი

საქმეც იმაშია, რომ გავრცელდება. თუ საკუთარმა ფედერაციამ არ გაუშვა, სპორტსმენს ორწლიან დისკვალიფიკაციას აძლევენ

• amber

სასიხარულოა ადამიანი ესე პროგრესულად რო აზროვნებს. მე დათუნაიშვილის მხარეს ვარ რათქმაუნდა. კაცი ცამდეა მართალი

• ზურა

საქართველოს მოქალაქეობაზე თქვი უარი ან თავშესაფარი მოითხოვე პოლიტიკური რომელიმე ქვეყანაში მერე ეგ კანონი შენზე ვეღარ გავრცელდება....ვირთხა აზის ქვეყანას და პატარა ვირთხები კიდევ მართავენ

• დათო

ტოტალიტარული მმართველობა ჭიდაობის ფედერაციაში. ეგ არის ამ ფედერაციის ზუსტი შეფასება

• mirosan

გამო გამო ბუჩქებს ნუ ეფარები აბა , რომელი ხარ???? ტროლაობ ვაჟკაც :)))))

• ირაკლი

ამ კაცურ სპორტსაც მონები პატრონობენ ჩვენთან.

• lsd

ჩვენ მთელი ქვეყანა მშვიდად ვუცქერით როგორ ჩაგრავენ ერთ კაცს... კონფორმიზმი და ლაჩრობა...

• huseina

უპატრონო ქვეყანააა ესეთი რამე სხვა ქყვეყანაში რო გაეკეთებინა ფედერაციის პრეზიდენტს მოხსნიდნენ დაიჭერდენნ ზედ ტიპს აიძულებენ რო წავიდეს სხვისი სახელით გამოვიდეს არადა კაი ადამიანი

გეგეშიძე რომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი იმ ინციდენტის შემდეგ ცალსახაა. არ გადადგა, რადგან ამ ქვეყანაში საზოგადოების აზრი ყველას ფეხებზე კიდია და სასამართლოც არაფერს მიუსჯის, იმიტომ რომ ვიღაცის კაცია. მე უკვე აღარ მაინტერესებს მოჭიდავეები რას მიაღწევენ და როგორ "ასახელებენ" ქვეყანას, მათმა დიდმა ნაწილმა უკვე ასახელა გეგეშიძის მხარდაჭერით, მოჭიდავეების ოჯახის საქმეა და ტატამზე მეც ვძალადობ ძახილით. ხოდა იჭიდავეთ გეგეშიძისთვის და ჭიდაობის ოჯახისთვის, ხალხის კუმირები თქვენ ვეღარ გახდებით.

• ALONZO

ჭიდაობის ფედერაცია ძაან გაბლატავდა. თუმცა გასდით და რა ქნან ...

• მიმოიხედე ირგვლივ

დათუნაშვილი - მაგალითი როგორი არ უნდა იყოს სპორტსმენი და კაცი. მიმოიხედე შენს ირგვლივ, სულ ,,ვირთხები'' და არც ერთი კაცი. სამარცხვინო...

• გოგა

არ გცხვენიათ 27 წლის წესიერ ბიწს ცხოვრებას,რო უნგრევთ? როგორ გძინავთ შვილებს რა კაცობას ასწავლით? ასეთი უსამართლობა გაგიგიათ:(

• არჩილა

მიიღე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ავტომატურად გამოხვალ იმ ქვეყნის სახელით. შენნაირებს დაუტოვნიათ საქართველოს მოქალაქეობა? P.S. ვინც წავიდა, ყველა კარგ შედეგს აჩვენებს.

• gio

მე პირადად სრულად ვეთანხმები დათუნაშვილს.გულსატკენია, ქვეყანაში ასეთი უმართლობა რომ მძვინვარებს.

• ივანე

ფედერაციის პრეზიდენტი გცემს, პასუხს თანამდებობით არ აგებს და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას უკრძალავთ – გულის ამრევია!!

• maiam

მოუწოდებ სპორტის სამინისტროს ,მიიღოს ადეკვატური ზომები და ნუ წაართმევთ ადამიანებს მომავალს.მოაშორეთ ეგ მოძალადე ზონდერ ჯგუფი.მივმართავ სპორტცმენებს ხვალ და ზეგ თქვენ შეეჩეხებით იგივე პრობლემას ამაზე თუ გიფიქრიათ.

• semi

სამარცხვინო ფედერაცია, არცერთ მაგათ ტურნირზე აღარ დავესწრები ისედაც თითო ოროლა გულშემატკივარი ვიჯექით და მოჭიდავეების ოჯახის წევრები. უსინდისოთ მოექცნენ, გათავისუფლების უფლება მაინც მიეცათ ამ კაცისთვის, მაგრამ იფიქრეს ამან სხვა ქვეყნის სახელით რომ მოგვიგოს მერე რაღა ვქნათო.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ

მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს

როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო

აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა

"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს

ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!

"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება

გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება

ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

დათუნაშვილი-გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე არსებითი განხილვა 20 მარტს გაიმართება

"სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები" - ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს

newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

გეგა გეგეშიძის ადვოკატი: ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა