ფოტო: nplg.gov.ge

დღეს 9 მაისია - მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომში ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა, მათ შორის, სპორტსმენებიც. თუმცა განსაკუთრებული სპორტული წარმატება ბევრს არ ჰქონია. იშვიათთაგან ერთ-ერთი კი 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი შალვა ჩიხლაძე გახლდათ.

შალვა ჩიხლაძე 1912 წელს ქუთაისში დაიბადა. პირველად სპორტით მაშინ დაინტერესებულა, როცა კოლა კვარიანის ჭიდაობა უნახავს. 1930 წელს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა დაიწყო. მისი მწვრთნელი გიორგი ქავთარაძე იყო. შემდეგ წელსვე გადავიდა თბილისში, ცნობილ მწვრთნელ ვახტანგ კუხიანიძესთან.

1932 წელს უკვე საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1934 წელს - ამიერკავკასიის პირველობა. მალე მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან იქაური ინსტიტუტიდან მიიღო მიწვევა. 1935 წელს სსრკ-ის ვერცხლისპრიზიორი გახდა, შემდეგ წელს კი - ჩემპიონი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საომრად წავიდა. მსახურობდა სსრკ-ის ნკვდ-ის ცალკეული სპეცდანიშნულების ქვეით ბრიგადაში. 1941 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში და იქიდან პირდაპირ ომში წავიდა. ქალაქ კალუგასთან ახლოს დაჭრეს, 1942 წლის მარტამდე ჰოსპიტალში იწვა, მერე კი თბილისში გამოწერეს მკურნალობის გასაგრძელებლად.

მალევე, 1944 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და სსრკ-ის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებიც მოიპოვა.

1952 წელს შალვა ჩიხლაძე 40 წლის იყო. მიუხედავად ასაკისა, მაინც შეიყვანეს ოლიმპიურ გუნდში და ჰელსინკიში 87 კგ-მდე კატეგორიაში ჭიდაობდა.

40 წლის ფალავანმა ფინეთში 4 ბრძოლა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ფინელი კელპო გრიონდალის წინააღმდეგ ჭიდაობდა. აღნიშნულ ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით (ბჭობა 1 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა), 1:2 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 1953 წელს კი კარიერაც დაასრულა.

სპორტის დამსახურებული ოსტატი შალვა ჩიხლაძე 1997 წლის 14 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.

არჩილა
ეგ მახსოვს. 80-იან წლებში პესკიზე სახინკლე ჰქონდა. მე მგონი ერთი ხელი "გამხმარი" ჰქონდა.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა