28 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) სომეხ კარენ ასლანიანს 5:0 მოუგო.
ფინალში შმაგი რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდება.
ბოლქვაძემ ასლანიანთან შეხვედრამდე ავსტრიელ კრისტოფ ბურგერს (8:0) და სერბ მატე ნემესს (2:0) სძლია.
შმაგი ბოლქვაძე - კარენ ასლანიანი 5:0
დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) ნახევარფინალში 5:6 დათმო შეხვედრა უნგრელ ერიკ ტორბასთან და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.
ორივე შეხვედრა 29 ივნისს ჩვენი დროით 19:00 საათიდან გაიმართება.
ჩხარტიშვილმა 1/2-ფინალამდე იტალიელი ჯაკოპო სანდრონი
(5:0) და ხორვატი ივან ლაზატოვიჩი (8:1) დაამარცხა.
სამწუხაროდ, ტურნირს გელა ბოქვაძე (77 კგ) გამოეთიშა.
29 ივნისს მინსკის ხალიჩაზე 12:00 საათიდან რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იჭიდავებენ.
საქართველოს ოლიმპიური გუნდი 25 მედლით (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო) საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.