
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია მინსკის ევროპული ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იაკობი -130 კგ წონით კარეგორიაში ასპარეზობდა. ფინალში მისი მეტოქე ბელარუსი კირილ ხრიშჩანკა იყო. ქართველმა ფალავანმა შეხვედრა 1:5 წააგო და სამწუხაროდ, ჩემპიონი ვერ გახდა.
ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს ეს ქართველი სპორტსმენების მე-2 მედალი გახლდათ. მოკრივე სახილ ალახვედრდოვმა ასევე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.