გიორგი შოთაძემ სომეხი ფალავანი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტალინში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

შოთაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხ შანტ ხაჩატრიანს 6:3 სძლია.

ფინალისაკენ მიმავალმა ქართველმა მოჭიდავემ გზაზე პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1) და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ბელორუსი ალექსანდრ ნიაჰოდა (3:2) და შვედი ნიკლას პონტუს ოეჰლენი (7:0) დაამარცხა, მეოთხედფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან წააგო (0:5), რეპეშაჟში ინდოელ საჰინ რანას მოუგო (5:1), მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრა
რუსეთის წარმომადგენელ გეორგი თიბილოვთან  დათმო (2:5).

ტურნირზე ვერცხლის მედლების მფლობელები ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ამას ქვია ნამდვილი ქართველი! სამშობლოს პატრიოტი! გიორგი შოთაძემ დაანახა საბურთალოს ხროვას თუ როგორ უნდა სამშობლოსა და მისი მაცხოვრებლების გულის გახარება,ერთგულება და სიყვარული!!! საბურთალომ ხომ ჩვენ ყველანი პირწმინდათ გვაბოთავა!!! მარტო იმის გახსენებას როგორი ტკივილი და აღშფოთება მოაქვს ყველა ჩვენთაგანისთვის,რომ პირველი მატჩის დღეს ერევანში,მეორე ტაიმში თამაში ვითომ შემოაბრუნეს და საბოლაოდ ვითომ გაიმარჯვეს,სინამდვილეში კი წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით ტაიმბოლი ითამაშეს და სექსის არ იყოს ერთნიც და მეორენიც სრულიად ნასიამოვნები დარჩნენ.ანუ საბურთალომაც იშოვნა ფული და არარატმაც!
გიოშა
03:14 19-08-2019
3
გიორგი გაიხარე,ჩვენი გახარებისთვის, აბა ,,საბურთალოს" კი არ გავს, ფუი გახსენებაც კი მზარავს.
დათო
09:37 19-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული