გიორგი შოთაძემ სომეხი ფალავანი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტალინში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

შოთაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხ შანტ ხაჩატრიანს 6:3 სძლია.

ფინალისაკენ მიმავალმა ქართველმა მოჭიდავემ გზაზე პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1) და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ბელორუსი ალექსანდრ ნიაჰოდა (3:2) და შვედი ნიკლას პონტუს ოეჰლენი (7:0) დაამარცხა, მეოთხედფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან წააგო (0:5), რეპეშაჟში ინდოელ საჰინ რანას მოუგო (5:1), მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრა
რუსეთის წარმომადგენელ გეორგი თიბილოვთან  დათმო (2:5).

ტურნირზე ვერცხლის მედლების მფლობელები ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Lanchkutel falavans giorgi shotadzes vulozavt gamarjvebas, kidev bevrjer esaxelebinos sakartvelo!
Babu
18:07 19-08-2019
0
გაიხსენეთ შარშან შემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩების მიმდინარეობა-გასვლა მოიგე სახლში წააგე.ხეჩიკაშვილმა იფიქრა-"ევროპის TOP კლუბები თუ აკეთებენ ასეთ რამეს
მაღალი დონის ტურნირზე-ჩვენც კი ვიზამთ მაგასო" ხუმრობის გარეშე.

გიოშა
15:01 19-08-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული