საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა საფრანგეთის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
18-19 იანვარს, ნიცაში "ანრი დეგლანის" სახელობის 46-ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების მონაგარმა 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) გახდნენ; ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს ამირან შავაძე (60 კგ), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) დასჯერდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი ძიმისრატიშვილმა (60 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძემ (72
კგ), გელა ბოლქვაძემ (77 კგ), თორნიკე ძამაშვილმა (87 კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (130 კგ) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული