სამართალდამცველებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს

AutoSharing Option
სამართალდამცველებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ორი პირი, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან.

ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხობში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან
მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

წყარო: IPN.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაისაჯოს უმკაცრესად და ისევ მას გამოადგება, იქნებ ჭკუა ისწავლოს! პირველი რომ იყოს ხმას არ ამოვიღებდი. რამდენჯერ უნდა დააკავონ? მენტალობით კრიმინალია ალბათ. მაგისგან სპორტში აღარაფერს ველი.
1
27 ივლისი 2021 10:37
4
ეხ ეგ რომ ხულიგანი არ იყოს ეხლა იაპონიაში, კერძოთ ტოკიოში უნდა იყოს.
Joko
27 ივლისი 2021 08:28
4
ძალიან ცუდი თუ რამე დააშავა მაგრამ ასე უცერემონიოდ ადამიანის ლანძღვა არასწორია.... ისე რომ იცოდეთ მაგის წონაში არ ტარდება ოლიმპიადაზე შეჯიბრი მაგიტომ ვერ წავიდა
912
27 ივლისი 2021 14:44
0
ვინ არის ხულიგანი? შენზე მეტი შეგნებაც აქვს, ზრდილობაც და კაცობაც. არც აგრესიულია და არც თავში უქრის და შენ წონა ოფლს ღვრის იმისთვის რომ ხალხის გული გაახაროს. იმისთვის, რომ იხულიგნოს და საწყალ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრში ღამეგატეხილ პოლიციელებს პანჩურების რტყმაზე ფიზიკურად დრო არ რჩება.
nodo-ს
27 ივლისი 2021 01:31
11
უაზრო პოლიციელების ბრალია 100 პროცენტით ვიცი. არიან ეგეთი კატეგორიის ბეყე ხალხი იარაღი და ძალაუფლება რომ აგიჟებს და თავი კაცი გონიათ. გამოგიყვანენ მდგომარეობიდან, დამოგტყუებენ რამეს და მერე გიჭერენ.
გურჯი
26 ივლისი 2021 23:16
24
და ის რატო არ იცი 100%ით ხულიგანი ხალხიც რომ არსებობს? ხალხიი სიცოცხლეს დებს რომ მშვიდად გეძინოს შენ კიდე გამოდიხარ და კლავიატურით ტიპობ
ნოდო
26 ივლისი 2021 23:55
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული