ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის ფალავან აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა.


ჩვენებურმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, 27 წამის გასვლის შემდეგ კი უპირატესობა 6:0 გახლდათ. მოჭიდავეები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. ყველა მოელოდა, რომ აკერ ალ ობაიდი მოუმატებდა, ქართველს შეუტევდა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის გასვლამდე 2:37 წუთით ადრე ზოიძემ ულამაზესი გდება გააკეთა, რაც გეგეშიძის (მწვრთნელის) გაპროტესტების შემდეგ შეხვედრის მთავარმა
არბიტრმა დააკმაყოფილა და ჩვენებურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.



მანამდე ზოიძემ, 1/8-ფინალში, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი სპორტსმენი, სახელად ისმაილ ბორერო 3:2 დაამარცხა.

რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი მოჰამედ რეზა გერაისთან დამარცხდა - 1:6.


ფინალური ბლოკი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
სამწუხაროდ დაბალია მწვრთნელების და სპორტსმენების ტაქტიკური მომზადების დონე, მაგალითისთვის ზოიძის და თუშიშვილის მარცხიც საკმარისია,რაც 100% არასწორი ტაქტიკის ბრალია.
გივი-გია
03 აგვისტო 2021 20:17
2
ამან ისეთი ვინმე წააქცია რომ 99% ოქრო აქვს გარანტირებული
!!!!!!!
03 აგვისტო 2021 11:19
0
სულ მსაჯებზე როგორ ტირიხართ, სირცხვილია! რა გააკეთა ზოიძემ მოსაგები, იქნებ ვინმემ ამიხსნას?
Gio
03 აგვისტო 2021 18:38
3
გიხსნი: გაცილებით აქტიური იყო, ჩოქბჯენში ჩაყენებას არ იმსახურებდა ეს ცალკეა. ჩოქბჯენში პირიქით გაუკეთა ილეთი და ხელის ფეხზე მოხვედრის და ჩელენჯის გამო მიიღო ირანელმა ქულები და კიდევ ამის გამო კიდევ ჩოქბჯენში მოხვდა. აშკარად არ იყო წასაგები, ერთმა მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი თორემ რამაზი გაცილებით ძლიერი იყო და უკეთესადაც ჭიდაობდა.
???
03 აგვისტო 2021 20:03
1
ანუ ორივეს მეოთხედფინალში ეჭიდავა? :O
ვვვ
03 აგვისტო 2021 10:19
1
თუშიშვილის მარცხი ფინალში ვერ მომინელებია ყველაზე მეტად...
ქობულეთიდან
04 აგვისტო 2021 09:24
0
დამარცხდაო კაცი და ბრინჯაოსთვის ინტძოლებსო და ესენი კიდე უწერენ ოქროს მიაწეწიო
tbiliski
03 აგვისტო 2021 16:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული