4 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას დატვირთული დღე ნაკლებად აქვს, მაგრამ ის ჩვენთვის წარმატებული უნდა გამოდგეს - საქმეში ხომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ სამჯერ დასახელებული, უამრავი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ჩაერთვება.

ქართველმა ძალოსანმა რეკორდი ბოლოს 2021 წელს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე (სადაც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა) დაამყარა, როცა ატაცში 222 კგ დაძლია, აკვრაში დამორჩილებული 263 კგ კი მის მიერ დამყარებულ საუკეთესო შედეგს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩებოდა. საერთო მაჩვენებელი - 485 კგ-იც რეკორდული იყო.

რას უნდა ველოდოთ ტოკიოში? 27 წლის სპორტსმენის ახალ რეკორდებსა და გამარჯვებას! თითქოს, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლას ვერც გორ მინასიანი ეცდება, რომელიც ოლიმპიადაზე სომხური დელეგაციის შეზღუდული რაოდენობის გამო (დოპინგ-სკანდალის შემდეგ) ტოკიოში ვერ იასპარეზებს. მინასიანმა ხსენებულ ევროპირველობაზე მშვენიერი შედეგი, 464 კგ დააფიქსირა, თუმცა, ტრადიციულად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+109 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნების შეჯიბრება თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყება.

ჭიდაობა - რამაზ ზოიძე

ოლიმპიადის დაწყების წინ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რამაზ ზოიძე (67 კგ) მიიჩნეოდა და მან მოლოდინები ნაწილობრივ გაამართლა - საწყის ეტაპზევე კუბელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ისმაილ ბორერო დაამარცხა.

ამას ულამაზესი გდებით ნახევარფინალში გასვლა მოჰყვა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენის წარმატებული სვლა აქ შეჩერდა - ირანელ მეტოქესთან დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეუძლია, რაც, თავისთავად, კარგი შედეგი იქნება.

ფინალური ბლოკი 4 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

გია
წარმატება ჩვენს დევკაცსს!!!!!!!!!!!
ვახო
ერთი ლიმონი ჯიბაშიიიი კიდევ რეკორდების ლიმონებიც ჯიბაშიიი მშვენიალურია ტალახ
ამწეკრანი
ლაშა ღმერთმა წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგაკლოს. მჯეტა 500 კილო ჯამურ წონას დაძლევ და სამუდამოდ დარჩები ისტორიაში. ეხლაც ლეგენდა ხარ.
ჭორლეონე
ოქრი შენზეა "ლიმონი" ჩემზე.
ჰაიაბუსა
მიდი დევკაცო შენ გენაცვალე.დროშა უნდა აიწიოს და ჰიმნი აჟღერდეს ლაშა,ღმერთი შენსკენაა და მთელი საქართველო,მიდი!
ლევანი
მართლაც რა! ასე წინასწარ არ შეიძლება, ვიცით ლაშას შესაძლებლობები, მაგრამ მარტო ეგ ხო არ არის - არის ტერამვა, არის დოპინგ-გაუგებრობები, აწონვები მილიონი ნიუანსია, ასეთი იდიოტური თავდაჯერებულობა თუ წინდაუხედაობა თუ რა ქვია მაგას არ შეიძლება - ღმერთო ახალი მსოფლიო რეკორდით მოგვაგებინე ოქროს მედალი!
ჰაჰა
ღმერთო შენ დაეხმარე ტალახაძეს. საქართველოში, ყველაფერში და განსაკუთრებით სპორტში, რამდენი წინასწარ ვიბლატავეთ, იმდენი ცხვირი წავიტეხეთ. კარგით რა, რას ითარსებით.
baggio
პეტრიაშვილი რეალური პრეტენდენტი
ანას საყვარელი
კიდევ წამოვა მედლები ჩვენს ყულაბაში
ანას ქმარი
წერია დრო მეგობარო, მეც მაინტერესებდა და გავიგე, 14:50
ანას ქმარი
გენო პეტრიაშვილი
ასა
ბაზარი არ არის მარა მაინც ნუ იძახი წინასწარ, ენამ არ გიყივლოს :D
გოგა
ოქროს შანსი ვის აქვს მეტი, ტალახაძე აიღებს ოქროს და მეტი ვინ უნდა აიღოს წესით ჭიდაობაში?
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩანპიონია!
ლაშა ერთადერთი სპორტსმენია ამ ოლიმპიადაზე ვისაც 100% ოქრო აქვს განაღდებული!
kaiii
კაი ვთქვათ და აწია 850კილო დაამყარა პლანეტათაშორისი რეკორდების რეკორდი მარა რომელ სააათზე იწყება მიაწერე რაა შე კაი ადამიანოოო
ანას ქმარი
მაგრად დაუთარსავს, წაგება უსურვებია. ყველა სტატიის ქვეშ შევარდნა რა უბედურებაა, მე სხვა ტიპის შენიშვნა უფრო მაქვს, ვიდრე ეგ
გია
არ შეიძლება არ დათარსოთ ადამიანი? მოიგოს და მერე ცამდე ვათამაშოთ. თქვენ ვინც ჟურნალისტობა დაგაბრალათ...
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
[VIDEO] ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ზოიძე და ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ!
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
ვახტანგ ლოლუამ და რამაზ ზოიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს