დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოსლოში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალს ლერი აბულაძე (63 კგ) დაეუფლა, რომელმაც ყაზახი სულტან ასეტული, იაპონელი კენსუკე შიმიზუ, უნგრელი ერიკ ტორბა დაამარცხა, ფინალი კი ირანელ მეისამ დალკანთან 4:5 წააგო.

რამაზ ზოიძე (67 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა - იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი და სერბი სებასტიან ნადი დაამარცხა, ნახევარფინალი ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან დათმო (6:7), ბრინჯაოს მედლისთვის კი აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს 8:0 სძლია.

ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა გობაძემ (87 კგ). მან აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი
დაამარცხა, შემდეგ სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან 1:2 დამარცხდა, რეპეშაჟში მილად ალირზაევს (რუსეთი) სძლია, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა დანიის სახელით მოჭიდავე ტურპან ალი ბისულტანოვს მოუგო.

დათუნაშვილი კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი 9:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნაც საქონლებო აქ რომ აქებთ ამ მოღალატეს და საქართველოს მტრების ძმაკაცს თქვენი დედაააც @@
zura222
08 დეკემბერი 2023 10:28
2
ჯერ 40 წლის მუტრუკი რომ 17 წლის ბავშვს ცემს და თან რკინის ჯაჭვით და თან ფედერაციის პრეზიდენტი შენ მოჭიდავეს და კიდევ ჩვეულებრივ რომ აგრძელებს ვითომც არაფერი მეტის ღირსი ვართ. არქიფოს ქვეყანა ვართ ჩვეულებრივი
Martali
12 ოქტომბერი 2021 00:58
4
დათუნაშვილი რომ არა გობაძე გახდებოდა დიდი ალბათობით ჩემპიონი.
გიორგი
11 ოქტომბერი 2021 15:55
4
ზურიკოს ვულოცავ. გეგეშიძეს მოკითხვა. ნაცებო და ქოცებო, დაოკდით.
Რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2021 14:52
4
ვის მიუძღვნიდა
https://footballnews.ge/index.php?newsid=57325&fbclid=IwAR3zqLm-l1Ik9Z6kPRLWibXSpSa76mh97fKox8_50cwMgKXXrHGY1F_32c4
ვვვ
11 ოქტომბერი 2021 14:24
2
რატომ არ გვანახებთ ფინალს, გესინიათ?
lm
11 ოქტომბერი 2021 13:54
3
გილოცავ, გეგეშიძეების გაგდებულო! ღირსეულებს ვერ ეგუება ეს ქვეყანა!
NN
11 ოქტომბერი 2021 12:16
7
ვის მიუძღვნა გამარჯვება ისიც დაწერეთ!
ლაშა
11 ოქტომბერი 2021 11:29
8
მე ვგულშამატკრივობ და ვულოცავ. მაგარი მოჭიდავეა და ბოღმამ კიდევ გააძლიერა, მაგრამ პოლიტიკურად ბოღმა რომ არ არის კარგი მრჩეველი დათუნაშვილი თვითონაა ამის კარგი მაგალითი. ჭიდაობის იქით რა ხდება ეტყობა იმაში დიდად არცაა გარკვეული.
გიორგი
11 ოქტომბერი 2021 15:54
2
ვის მიუძღვნა არ კითხულობენ, ვის მიუძღვნა და მიშას და ძმებ წულუკიძეებს... სურათიც დადო ინტერნეტში თავისუფლება მიშასო, მიშAზე მაგარი ნაცია ეს....
გია
11 ოქტომბერი 2021 12:08
12
აი ამ პრინციპულ და არაჩვეულებრივ ბიჭზე საჯაროდ მოძალადე არაა პასუხისგებაში მიცემული და ქოცები სამართლიანობაზე გველაპარაკებიან. რატომაც არა, იღებს ვინმე ხმას თუ?
@@
11 ოქტომბერი 2021 10:34
8
გააგდეს კი არა ჯაჭვი ჩაარტყეს თავში , ჩვენ ჭკუაზე რატომ არ დადიხარო
ჯილდა
11 ოქტომბერი 2021 10:22
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული