პატიმრობიდან ჩემპიონობამდე - ქართველი მოჭიდავე ტრიუმფით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის სპორტკომპლექსში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში -72 კგ წონით კატეგორიაში დრამატული ფინალი ვიხილეთ - ოზურგეთელმა იური ლომაძემ აჭარელ ოთარ აბულაძეს გადამწყვეტი გდება ბოლო წამზე შეუსრულა და ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, ლომაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ის რამდენიმე ადამიანთან (ძმა და ბიძაშვილები) ერთად გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იყო დაკავებული. მის მხარდასაჭარეად სპორტული სამყარო გაერთიანდა. საბოლოოდ, დაკავებულები გაათავისუფლეს. იურის შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სპორტულ ღონისძიებებში ვერ მონაწილეობდა, ახლა კი ჩემპიონობით დაბრუნდა.

alt

- ქართველი მოჭიდავე ტრიუმფით დაბრუნდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altახალგაზრდა მოჭიდავეების 3 მედალი რუსეთში - ფინალური მარცხი მასპინძლებთან [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ირაკლი!
ძალიან მიხარია შენი დაბრუნება და გამარჯვება!
მჯერა ოლიმპიურ ჩემპიონობას მოგილოცავ მალე!
მამუკა ქობულაძე
27 დეკემბერი 2021 18:52
4
ვულოცავ! კარგი ბიჭები არიან ორივენი. ცოტა უსამართლობას კი ჰქონდა ადგილი აბულაძის მიმართ, ლომაძე ჩოქბჯენიდან მეორედაც დროზე ადრე წამოუხტა და მსაჯმა უბრალოდ თვალი დახუჭა. თუმცა, ალბათ ლომაძე უფრო იმსახურებდა ჩემპიონობას თავისი თავგანწირული ბრძოლის ჟინისა და ბოლოში გაკეთებული მშვენიერი ილეთის გამო.
გიგლია
27 დეკემბერი 2021 13:39
1
აბულაძის მიმართ ცოტა კი არა დიდ უსამართლობას ქონდა ადგილი, მაგრამ ჭიდაობაში იშვიათად რომ ობიექტურობის დაცვა იყოს შესაძლებელი!
aburjga
27 დეკემბერი 2021 15:00
3
დამსახურებული გამარჯვება
გიორგი
27 დეკემბერი 2021 11:40
2
ვულოცავთ
გიორგი
27 დეკემბერი 2021 11:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული