11:05 23-08-2021
ახალგაზრდა მოჭიდავეების 3 მედალი რუსეთში - ფინალური მარცხი მასპინძლებთან [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლისგან შედგება.
ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა დიეგო ჩხიკვაძეს (63 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრამდე დაამარცხა ფრანგი, ფინელი, თურქი და შვედი მეტოქეები. თანაც ისე, რომ მხოლოდ ერთი ქულა დათმო, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში 0:10 დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ საიდ ჰუსეინ ბაკაევთან.
ფინალამდე ასევე მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), რომელმაც ბელარუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. გიორგი ახლოს იყო წარმატებასთან გადამწყვეტ შეხვედრაშიც რუსს ევგენი ბაიდუსოვთან, მაგრამ 2:3 წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში საბა მამალაძემ (82 კგ) ინდოელ რავი მალიკს საკმაოდ იოლად - 8:0 მოუგო.
სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა კორონავირუსის გამო არასრული შემადგენლობით მოასპარეზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული