ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
ბელგრადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონტზე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წურწუმია ფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ელდანიზ აზიზლისთან (აზერბაიჯანი) 4:13 დამარცხდა.

წურწუმიამ ფინალამდე მოჰამედ დრიდი (ალჟირი), არტიო დელეანუ (მოლდოვა) და იასურბეკ ორტიკბოევი (უზბეკეთი) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ გავიდა.

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), რამაზ ზოიძემ (72 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ წერთ, რომ სულ 50 წამი გაგრძელდა ჭიდაობა და ჩვენი ფალავანი ამ ანგარიშზე მოიხსნა. ტელევიზიით, რომ არ აჩვენეთ, ალბად გული გიგრძნობდათ.
დიმა
22 სექტემბერი 2023 23:28
2
რა მოხდა ხომ ვერ გვეტყვით?
Nick
23 სექტემბერი 2023 01:11
1

სიახლეები პოპულარული