ზურაბ დათუნაშვილი: 32 წლის ასაკში მიწევს, აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო

AutoSharing Option
ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც უკანასკნელ ხანს სერბეთის სახელით ასპარეზობდა, ტრავმის გამო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით, მეგობრებო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის
ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს, აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო.

თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასე ნათლად ბოროტსა სძლია კეთილმა არსად მინახავს ცხადში როგორც ამ ბიჭმა ჩახადა გეგეშიძეების კლანს და აჩვენა ვინ იყო ღირსი პირველობის! საქართველოს ნაკრებიდან უნდოდათ ამის მოქესტვა, საქართველოს ფინალს ართმევდნენ, რომ სხვა დაეყენებინათ მერე ნაკრებში! ძალიან არაკაცულად მოექცნენ გეგეშიძეები ამ ბიჭს და ხმა არავინ დაძრა, რომ ეს უსამართლობა არ გასვლოდათ ზონდერ ძმებს! აქ კი განაგრძობენ ჩახდილი გეგეშიძეები ბლატაობას, მაგრამ იმედია ცოტა დარჩათ და ძმრად ცხვირიდან ანთხევენ რაც არ ერგებოდათ!!!!
ლაშა
12:51 08-12-2023
4
საერთოდ არასდროს ვგულშატკივრობ სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველებს, რადგან ჩემთვის მთავარია საქართველოს დროშა აიწიოს და ქართული ჰიმნი აჟღერდეს, მაგრამ რაც ამ ბიჭს გაუკეთეს..
ვინც არ იცით, მოკლედ გეტყვით. ჯერ ჩაგრავდნენ და მის ნაცვლად ფედერაციის ხელმძღვანელობა თავის პროტეჟეს უხსნიდა გზას, მერე პროტესტი რომ გამოთქვა, ტელეკამერების წინ ცემეს, მაშინაც არ უფიქრია საქართველიდან წასვლა და სასამართლოს მიმართა. იქ კი დასცინეს - გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნისო და საქმე თაროზე შემოდეს. მოკლედ ჭიდაობისთვის თავი უნდა დაენებებინა ან ქვეყნიდან წასულიყო
მხოლოდ ამის მერე წავიდა. მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, ოლიმპიადის მედალიც მოიგო სერბეთის სახელით, იქ ყველას თავი შეაყვარა და ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის სპორტსმენადაც აღიარეს. გულით ვუსურვებ წარმატებას ახალ საქმეში!
არტ
11:28 08-12-2023
6

სიახლეები პოპულარული