ზურაბ დათუნაშვილი: 32 წლის ასაკში მიწევს, აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო

AutoSharing Option
ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც უკანასკნელ ხანს სერბეთის სახელით ასპარეზობდა, ტრავმის გამო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით, მეგობრებო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის
ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს, აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო.

თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასე ნათლად ბოროტსა სძლია კეთილმა არსად მინახავს ცხადში როგორც ამ ბიჭმა ჩახადა გეგეშიძეების კლანს და აჩვენა ვინ იყო ღირსი პირველობის! საქართველოს ნაკრებიდან უნდოდათ ამის მოქესტვა, საქართველოს ფინალს ართმევდნენ, რომ სხვა დაეყენებინათ მერე ნაკრებში! ძალიან არაკაცულად მოექცნენ გეგეშიძეები ამ ბიჭს და ხმა არავინ დაძრა, რომ ეს უსამართლობა არ გასვლოდათ ზონდერ ძმებს! აქ კი განაგრძობენ ჩახდილი გეგეშიძეები ბლატაობას, მაგრამ იმედია ცოტა დარჩათ და ძმრად ცხვირიდან ანთხევენ რაც არ ერგებოდათ!!!!
ლაშა
08 დეკემბერი 2023 12:51
4
საერთოდ არასდროს ვგულშატკივრობ სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველებს, რადგან ჩემთვის მთავარია საქართველოს დროშა აიწიოს და ქართული ჰიმნი აჟღერდეს, მაგრამ რაც ამ ბიჭს გაუკეთეს..
ვინც არ იცით, მოკლედ გეტყვით. ჯერ ჩაგრავდნენ და მის ნაცვლად ფედერაციის ხელმძღვანელობა თავის პროტეჟეს უხსნიდა გზას, მერე პროტესტი რომ გამოთქვა, ტელეკამერების წინ ცემეს, მაშინაც არ უფიქრია საქართველიდან წასვლა და სასამართლოს მიმართა. იქ კი დასცინეს - გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნისო და საქმე თაროზე შემოდეს. მოკლედ ჭიდაობისთვის თავი უნდა დაენებებინა ან ქვეყნიდან წასულიყო
მხოლოდ ამის მერე წავიდა. მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, ოლიმპიადის მედალიც მოიგო სერბეთის სახელით, იქ ყველას თავი შეაყვარა და ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის სპორტსმენადაც აღიარეს. გულით ვუსურვებ წარმატებას ახალ საქმეში!
არტ
08 დეკემბერი 2023 11:28
6
ზურა, ნათქვამია "ვინც აშავებს თავის თავს უშავებსო". დიახ, დღეს ყველამ იცის, რომ გეგეშიძემ არაკაცობა ჩაიდინა. შენ კი მისი არაკაცობით არაფერი წაგიგია, წააგო გეგეშიძემ და საქართველომ. აქ რომ დარჩენილიყავი, არც ოლიმპიადის მედალი გექნებოდა და ვერც მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდი, რადგან შევიწროებას არ მოგაკლებდენ და წესიერად ვერ მოემზადებოდი.მე ვეტერანი მოჭიდავე ვარ, ამიტომ ჭიდაობის ყველა სახეობას ვგულშემატკივრობ, მით უმეტეს შენ, როგორც შეთქმულების მსხვერპლს, ამიტომ დიდი წარმატება მინდა გისურვო მწვრთნელის ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
ჟორა გაბრიჭიძე
08 დეკემბერი 2023 11:12
2
და გეგეშიძეს მადლობა?! ამ კაცმა დაამტკიცა თავისი სიძლიერე, ხოლო გეგეშიძემ ნეპოტიზმით გაითქვა სახელი! რეალურად ხომ ყველამ ყველაფერი იცის? არ უნდოდათ ზურაბს მოეგო, რათა საერთაშორისო ტურნირები გამოეტოვებინათ, ესაა სიმართლე, თორე აქ პოზიცია ოპოზიცია არაფერშუაშია! ყველა სფეროშია კარგი და ცუდი…
ვაახ
08 დეკემბერი 2023 10:35
3
წადიი შე არაკაცო @@@
zura222
08 დეკემბერი 2023 10:22
59
უეჭველი გაქოცებული ნაცი ხარ
????
08 დეკემბერი 2023 11:28
4
იმედია პოლიტიკიდან არ გეგმავ ჭიდაობაში დარჩენას.
საქართველო
08 დეკემბერი 2023 08:29
22
ანუ ამდენმა რომ დისლაიქი დამიწერეთ, თქვენ მოგწონთ სპორტსმენები პოლიტიკაში?!
საქართველო
08 დეკემბერი 2023 14:32
2
ღმერთმა ხელი მოგიმართოს,ოღონდ ნაცსექტას არ უნდა შეეკრა.
ჯუჯი
08 დეკემბერი 2023 06:13
61
არა ვარ ჩახედული ასე ღრმად,მაგრამ არ მომეწონა ამის ტელევიზიებთან წივილი-"იმათ მცემეს" "გამლახეს" და ა.შ.
ბოლო ბოლო მოჭიდავე ხარ თუ მხატვრული ტანმოვარჯიშე,
ან რა ქართველის და კავკასიელის შესაფერისი საქციელია ასე ჩივილი.
Levani
08 დეკემბერი 2023 03:27
55
Levan tu ar xar chaxeduli da ar ici ra moxda daskvnebs rato aketeb??ocnebam shegikveta es komentarii?? mochidave kacs mteli mtavroba daupirispirda tavisi federacian polician ocnebianat da amas ra unda eqna sxva qurdebi chaeria tu rogor unda epova samartali??es kaci dzalit gaanaca am mtavrobam tore tavidan saertod apolitikuri iyo magram usamartlod moeqcnen versad ipova tavisi simartle da am nacebsac xo meti ra undodat lijbi vinmes cudi elaparaka ocnebaze da moagebines piri
Gel-100
08 დეკემბერი 2023 09:47
4
რქები გაიპრიალე ლეო
მამედა
08 დეკემბერი 2023 07:52
3
მგონი ზონდერ გეგეშიძეებს უშვებენ და იქნებ დაასაქმონ ჩვენთან. რაღაც უცნაურად დაემთხვა მოვლენები ერთმანეთს. ასევე, რამდენიმე ძალისმიერ სპორტში არიან ჩაბუდებული ნაც-ნაზონდერალები და მგონია რომ ნელ-ნელა გაწმენდს ბიძო ამ ჭკუასუსტი ელემენტებისგან მთელ სპორტს, ქოცს თუ ნაცს. მაგრამ დათუნაშვილიც ცუდად შეუამხანაგდა ნაცებს თავის დროზე. ქოც-უვარგისებმა თუ გაწყენინეს, უარესს (გნაცებს) როგორ უნდა შეეკრა?!
odala
08 დეკემბერი 2023 00:42
28
ქოცებზე უარესი რითაა ნაცები? ქოცებმა რა , მიტინგები ნაკლები არბიეს, ბავშვებს თვალები არ დათხარეს, საეჭვო ვითარებაში "თავი არ მოიკლეს" მათთვის არასასურველიმა ხალხმა - კიწმარიშვილმა მაგალითდ, სახლები არ უნგრიეს გაჭირვებულებს ბულდოზერით, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან არ გაყარეს ხალხი, მაგალითად წულუკიანმა მუზეუმის თანამშრომლები და მათ მაგივრად რუსეთის მოქალაქეები არ დაასაქმა თუ რა?
კაი ერთი
08 დეკემბერი 2023 15:15
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული