ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი წარდგა. 

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 3:8 დამარცხდა. ლაშას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, თუ ნოვიკოვი ფინალში გავა.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ძალიან უჭირთ ჩვენ ფალავნებს ასპარეზობა!
ყოფილი მოჭიდავე
14:55 07-08-2024
1
გეგეშიძეების ეპოქა უდგას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას. უცხოელ ფალავნებთან ყველა იჯვამს (გამონაკლისები ქვეყნიდან გარბიან და სხვის ისტორიას წერენ), სამაგიეროდ საარჩევნოდ ხალხის რბევა-დაშინებაში სუპერმენები არიან. ყველაფრის მომთმენნი რომ ვართ, ზუსტად მაგიტომ ვიმსახურებთ ასეთ ბანძ წარმომადგენლებს ოლიმპიადაზე.
ქომაგი
15:42 07-08-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული