აკი ბაშოს შეჯამება: ტოჩინოშინმა - ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარო...

AutoSharing Option
აკი ბაშო დასრულდა და სუმოს ყველაზე დიდი ტურნირი ორი თვით დაემშვიდობა გულშემატკივარს. სექტემბრის ბაშოს ტრიუმფატორი სეკივაკე მიტაკეუმი გახდა, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში ტაკაკეიშო დაამარცხა.

ეს ბაშო წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინისთვის, ქართველმა მეორეჯერ დაკარგა ოძეკის წოდება და მის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე ათი გამარჯვება მართებს. ლევანის წარუმატებლობის მიზეზი მარჯვენა მუხლის ტრავმა იყო, რომელსაც სათანადოდ ვერ ეყრდნობოდა, თუმცა ბრძოლიდან ბრძოლამდე პროგრესირებდა.

ქართველი ფალავნის შედეგია ექვსი გამარჯვება ცხრა მარცხის საპირისპიროდ. ტოჩინოშინი მიტაკეუმის გამარჯვებით გახარებული იყო, რადგან ისინი მეგობრები არიან და ტურნირის დასრულების შემდეგ საჯაროდ მიულოცა.

"მე ბედნიერი
ვარ, რადგან ის ჩემი მეგობარია. ბოდიში, ვერ მოვიგე, რაც სამწუხაროა, მაგრამ გახარებული ვარ მისი გამარჯვებით. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ" - განუცხადა ჟურნალისტებს ტოჩინოშინმა ტურნირის დასრულების შემდეგ.

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე გამომუშავებული კენშოებით მეხუთე ადგილზეა, მას 104 კენშო დაუგროვდა, რაც დაახლოებით 170 000 ლარია.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

262 - ტაკაკეიშო
218 - გოეიდო
178 - მიტაკეუმი
134 - კაკურიუ
104 - ტოჩინოშინი

მიმდინარე ბაშოზე ორი იოკოძუნა მონაწილეობდა, კაკურიუ და ჰაკუჰო. ჰაკუჰომ მეორე ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა. რაც შეეხება კაკურიუს, მან ექვსი ბრძოლა ჩაატარა და შემდეგ ვეღარ შეძლო ასპარეზობა.

ოძეკთაგან, ტოჩინოშინის გარდა, გოეიდომ იასპარეზა, რომელმაც ათი გამარჯვება და ხუთი მარცხი დააგროვა.

რაც შეეხება გაგამარუს, მას მინიმუმ ექვსი გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა სეკიტორის ტიტული შეენარჩუნებინა და რანგით მესამე ლიგაში არ დაქვეითებულიყო. გაგამარუმ ზუსტად ექვს გამარჯვებას უწია და პოზიცია შეინარჩუნა.

ჯურიო ლიგის გამარჯვებული მეთორმეტე ნომერი იკიოი შოთა გახდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთავარია, ახლა ტოჩი დაასვენონ, ტურნირებზე არ აწოწიალონ და შეძლოს რეაბილიტაცია. მიტაკეუმი კიდევ ღირსეული კაცია. ხომ ნახეთ, როგორ დაიჭირა ტოჩი, რომ დარჩენილიყო. ტოჩიმ კიდევ რომ მოიგო იუშო, იმ ბაშოზე მიტამ კაკურიუ დაამარცხა და ინტერვიუში თქვა, ჩემს მეგობარს მინდოდა დავხმარებოდი და უფრო მეტი მოტივაცია მქონდაო. ასე, რომ კარგი ბიჭია მიტა :)
ეს "უწია" მეც ვერ გავიგე
17:52 23-09-2019
0
ბედი ეწია- მე ვფიქრობ აქედან გამომდინარეობს ოღონდ ადამიანის მიერ ჩადენილი.
davit
15:51 23-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული