ტოჩიმ მეტოქე ხელში აიტაცა და ლამაზი გდებით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოში მიმდინარე კიუშუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და მეტოქე უატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ქართველმა რიკიშიმ ბრძოლა აგრესიულად დაიწყო და მალე ორმაგი ჩავლებაც ჰქონდა... ამ მომენტის ნახვისას ყველას ძველი ტოჩი გაახსენდება, 2 წლის წინ ამ პოზიციიდან ნებისმიერ მეტოქეს უპრობლემოდ გაიყვანდა დოჰიოს მიღმა, დღეს კი გდება დასჭირდა.

მიჯრით ორი მარცხის შემდეგ მე-7 მაეგაშირა ტოჩისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო და ბალანსი 1:2-ზე აქვს. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით რა!ძალიან უჭირს ლევანს.ღმერთმა მეტი გაძლება მისცეს,ამდენ ტკივილს როგორ იტანს.ამ სიმწრით მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ და მომავალში უფრო წარმატებულ გამოსვლებს ვუსურვებ.
სოსო
14:55 10-11-2020
0
ატაცება ერქვა, ჩიოტაირიუ რომ აიტაცა და ჰაერში ფეხები აათამაშებინა.ეს მატყუარა სათაურები დაბალი დონეა. ტოჩის და მის გულშემატკივრებს კი ვულოცავ.
nanka2002
14:04 10-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული