გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოსლოში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე პეტრიაშვილმა მონღოლი ლჰაგვაგერელ მუნხტური, ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი და ყაზახი ოლეგ ბოლტინი დაამარცხა.

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ ბიჟოევთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ხვალ ბრინჯაოსთვის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
Wadi saxlshi
Kaxa
04 ოქტომბერი 2021 04:32
32
ასე მგონია ფიზმომზადება აკლია - ადრე დაიღალა და სუნთქვა უჭირდა, მძიმედ, ზანტად მოძრაობდა, სისწრაფე აკლდა. უინტერესოდაც ჭიდაობდა. მხოლოდ ფეხში შესვლა, მისი ტაქტიკა ყველამ გაიგო. არადა, გენო რომ ჩვეულ ფორმაში ყოფილიყო, გადაუვლიდა ამ ირანელს. იმედია, შემდგომში ჩვეულ გენოს ვიხილავთ და ერთ ამდენ ჩემპიონობას კიდევ მოასწრებს.
თენგაბი
04 ოქტომბერი 2021 04:04
0
კანჭაძეს რა უქნეს ვერ გავიგე, ბოლო წამზე ას პროცენტიანი აღებული ქულა არ ჩაუთვალეს, ამოგლიჯეს მედალი ჯიბიდან.
გურჯი
04 ოქტომბერი 2021 00:50
0
ჩვენი დიდი ჩემპიონი როგორც ჩანს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების შემდეგ თავს ისე მაგრად ვერ გრძნობს. თითქოს მოტივაციის ნაკლებობა აქვს, არ მონდა სიტყვა დეპრესია გამოვიყენო. ასე მგონია რომ შესაძლებლობის ნახევარს იყენებს, ერთი რომ სერიოზულად გაბაზებულიყო შეჭამდა ამ ირანელს. სულ თავისით აჩუქა თავიდან ქულები. თითქოს მოდუნებულია და სისწრაფე საერთოდ დაკარგული აქვს, ანთებული თვალები არ ჩანდა. გენო, გამოძებნე შენს თავში ძალა და დაიბრუნე თავდაჯერებულობა, გაგვახარე შენი ბრწინვალე გამარჯვებებით.
გურჯი
04 ოქტომბერი 2021 00:49
0
დეპრესიაში თუა და არ ვარჯიშობს რაღას მიდის ტურნირზე? ატანს ძალას ვინმე თუ პატარა ბიჭია და ფიქრობს ყველას ცალი ხელით მოუგებს? გამძლეობა ამას აღარ აქვს და ჯანი ამას აღარ აქვს იმ თურქის არიყოს პირველ ნახევარს ძლივს ჩაამთავრებს და მერე ოცნებობს მალე ჩამთავრდეს შეხვედრა. ამხელა ჩემპიონი რომ ხარ სულ მცირე შენს თავს და თავმოყვარეობას უნდა სცე პატივი თუ არ ვარჯიშობ სათანადოდ და იცი რომ ფორმაში არ ხარ შესარცხვენად არუნდა წახვიდე სახელს უნდა გაუფრთხილდე და არუნდა გათრიონ მოპარული ჟეშტივით. ან თუ ხედავ რომ აღარ შეგიძლია უნდა ადგე და წახვიდე როგორც ზიდანი წავიდა თავის პიკში და ჰაბიბი. სანამ კაკუჩას არ დაიჭერენ იქამდე უნდა სპორტში ყოფნა და თავის ბოლომდე გაბანძება!!! დაე გაიბანძოს თავი საერთაშორისო დონეზე ჩემი რამიდის
Roma
04 ოქტომბერი 2021 10:19
8
ესეც იმ ამერიკელის ტოლაა და ამასთან გაუჭირდა ოლიმპიადაზე. ეხლა მსოფლიოზე წააგო. ისე, რაც ნუგზარ სხირელი აღარ არის, აშკარად დაეტყო
: )))))))
04 ოქტომბერი 2021 00:42
0

სიახლეები პოპულარული