ტოჩინოშინი დოჰიო "ჰაცუ ბაშოს" ტურნირზე გალიდერდა

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარეობს "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ესწრება. დღეს მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართული სუმოისტებისთვის ისტორიული დღეა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგოძე დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ტურნირს ლიდერობს. მან საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში იაპონელი ტაკარაფუჯი დაამარცხა.

ტოჩი პირველ ადგილს მონღოლ კაკარიუსთან ერთად იყოფს, თუმცა მეტოქეს ერთი შეხვედრა კიდევ აქვს ჩასატარებელი.  ქართველს "იუშოსთან" ისიც აახლოებს, რომ მომდევნო შეხვედრები ნაკლებად რთულ მეტოქეებთან ელის და მდევრებს 2 მოგებით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააშუქეთ სუმო, ადრე ხომ აშუქებდით!
dato
11:17 25-01-2018
0

სიახლეები პოპულარული