ტოჩინოშინი იმპერატორის თასისთვის: მოახდენს ქართველი სენსაციას?

AutoSharing Option
ტოჩინოშინს, იგივე ლევან გორგაძეს, ქართული სუმოს ისტორიის დაწერა შეუძლია. ქართველი სუმოისტი დღეს უკვე იმპერატორის თასის რეიტინგში მარტო იკავებს ლიდერის პოზიციას და წინ 3 მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის.

11 გამარჯვებით და 1 მარცხით ტოჩინოშინი ყველაზე ახლოს არის იმპერატორის თასთან. მის მდევარ კაკარიუს ერთი გამარჯვებით ნაკლები აქვს და მე-3 პოზიციაზე მყოფი ტაკაიასუ 2 გამარჯვებით ჩამორჩება.

"ჰაცუ ბაშო" ყოველწლიური ტურნირია და სუმოს სამყაროში რანგით პირველია. ის ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში იმართება, რომელიც 11 098 მაყურებელს იტევს. "ჰაცუ ბაშოზე" დასწრება ძალიან ბევრ გულშემატკივარს სურს. შესაბამისად,
შესასვლელში და სალაროებთან ყოველწლიურად დიდი რიგები დგას.

ტოჩინოშინის ამ ტურნირში გამარჯვება სუმოს სამყაროში წლის სენსაცია იქნება. ქართველმა იაპონელი გულშემატკივარი უკვე გააკვირვა და მისი ქომაგების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. თუ ქართველი ამ ტურნირს მოიგებს, მისი იერარქიაც მნიშვნელოვნად შეიცვლება: მე-3 მაეგაშირობიდან დაწინაურდება და თუ ყველაფერი მის სასარგებლოდ წავიდა, შეიძლება სეკივაკეს ტიტულსაც გამოჰკრას ხელი.

დღეს ტოჩინოშინი პირველ მაეგაშირას, მონღოლ იჩინოჯის გაეჯიბრება, რომელთანაც 10:5 აქვს ბალანსი. წონათა ბალანსი 177-215-ია, მონღოლის სასარგებლოდ, აღსანიშნავია რომ  მონღოლი ამ ბაშოზე ყველაზე მძიმეა.ხოლო იჩინოჯი ამ ტურნირზე 8 მოგებითა და 4 წაგებით, მე-4 პოზიციას ინაწილებს 5 სუმოისტთან ერთად.

შეხვედრა ჩვენი დროით დაახლოებით 12 საათის შემდეგ გაიმართება.

ახალგაზრდა ტოჩინოშინი კარიერის დასაწყისში

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 16 /
კუკუ რუკუ კუ
.......
16:34 27-01-2018
0
ხვალ ჩემპიონები ვხდებით!
dato
13:23 26-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული