ტოჩინოშინმა ყველაზე მძიმეწონოსანიც დაამარცხა! - იმპერატორის თასამდე ორი შეხვედრა რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ნაწილს უახლოვდება და ორ დღეში იმპერატორის თასის მფლობელიც გამოვლინდება.

დღეს მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინი დოჰიომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უფრო რეალური გახადა ჩემპიონობის შანსი. მან მნიშვნელოვან შეხვედრაში მონღოლი მძიმეწონოსანი იჩინოჯი დაამარცხა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 11:5 გახადა.



ტოჩის მთავარი მდევარი მონღოლი კაკარიუ დღესაც დამარცხდა და უკვე ორი გამარჯვებით ჩამორჩება ქართველ სუმოისტს. ტოჩინოშინს 12 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

შემდეგი შეხვედრა
ტოჩინოშინს იაპონელ შოჰოზანთან ელის, ვისთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 10:5-ზე აქვს, თუ ტოჩი ამ შეხვედრას მოიგებს ერთი ტურით ადრე გაინაღდებს იმპერატორის თასს. საერთო ჯამში კი, 2 სატურნირო დღე დარჩა.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეისე ჩიკარასთან დამარცხდა. მას ჯამში 6 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
აქამდე რატო არაფერს წერდით სუმოზე ადმინისტრაციის გასაგონად ვიძახი და რაღაც უაზრო თემებს მიედმოედებით ხოლმე, იმპერატორის თასის კანდიდატი რომ გახდა ეხლა გაგახსენდათ? სირცხვილიაააა ხალხო სირცხვილი, აუცილებლად პოლიტიკური (ნაცი ან ქოცი) განცხადება უნდა ქონდეს ვინმეს გაკეთებული რო სტატია დაბეჭდოთ?
gogla82
15:00 26-01-2018
0
როგორი ამაყი ვარ ესეთი ქართველებით!
ერთი გამარჯვებაც ლევან!
Giorgi
14:27 26-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული