1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

AutoSharing Option
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინს ძალიან ბევრი თასი გადაეცემა და დაჯილდოება ხვალინდელი ბრძოლის შემდეგ იქნება. თუმცა თასი არ არის მარტო, რაც ქართველმა მოიპოვა.

დავიწყოთ ფინანსური პრიზებით, ქართველი სუმოისტის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება. ეს დამოკიდებული იქნება იმ საიერარქიო ტიტულზე რაზეც დაწინაურდება. რაც შეეხება ერთჯერად პრიზს ეს 10 000 000 იენია, ქართულ ფულზე 230 000 ლარი.

ასევე მას გადაეცემა ძვირადღირებული საათი და მანქანა, რომელსაც ერთი წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება. თუმცა სუმოისტებს
წესების მიხედვით მანქანის ტარება ეკრძალებათ, შესაბამისად მის მანქანაზე მძღოლი დაჯდება, რომელიც აუცილებლად კლუბის წევრი უნდა იყოს.

ქართველს არც ალკოჰოლური სასმელები მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ. არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.

ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ტოჩინოშინს წინ ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნუ ღადაობთ იმ ქვეყანაზე ვისაც სპორტსმენთა დაფასება შეუძლია, თუნდაც ერთი წლის საკვებით. თქვენს სუპერ ფეხბურთელებს მიხედეთ,ჯგუფიდანაც რომ ვერ გავა.
ნუღა
27 იანვარი 2018 20:48
3
კიდევ ერთხელ ვულოცავ ლევანს! რაც შეეხება ჯილდოებს (თასების გარდა) დაახლოებით იმდენის მიცემა შეუძლიათ, რასაც ცხონებული იოკოძუნა სავლე მოიხმარდა, ანუ მდაბიურად რომ ვთქვათ შეჭამდა
vaxo
27 იანვარი 2018 20:36
2
სავლეს რო ეტაკეთ ჭამაში, ფულადზე რატო არაფერს ამბობთ? და თუნდაც ეგ საკვები რაციონით უზრუნველყოფა რა სამარცხვინოა? სიმოისტს რო სპეც კვება ჭირდება რაც არც თუ ისე იაფია ყველა საქმეში ჩახედულმა იცის...ასე რომ იკაიფეთ საკუთარ თავზე, ვისრე სხვას უკბენდეთ რაა...
მიროსან
28 იანვარი 2018 04:23
1
საახალწლოდ სოციალურად რასაც იღებს მთელი საქართველო , იმაზე 5 ჯერ უკეთესი რამ მიიღო ტიპმა მარტო საკვების პონტში :D ვულოცავ ლევანს... დიდი სურვილი მაქვს რომ ჰაკუჰოს შეხვდეს და თანაც მოუგოს
ვახტანგი
27 იანვარი 2018 20:15
0
გადაობთ თუ მართლა.ეს რა უბედურებაა?
bacho
27 იანვარი 2018 20:15
26
აბა გახსნის სურსათის მაღაზიას აწი
gia
27 იანვარი 2018 20:09
18
საააღოლ იაპონელები,საააღოოლ,ბარემ სოფლის მეურნეობის მინისტრად ან ტოკიოს ბაზრობის დირექტორად დაგენიშნათ :)))
ალექს
27 იანვარი 2018 20:08
11
ბრავო გალა
ოთო
27 იანვარი 2018 20:06
0
ეგენი სპონსორები არიან თუ მოგზავნილები ტოჩის გასასუქებლად, რომ იქით წელს ვეღარ მოიგოს?
შოთა
27 იანვარი 2018 20:04
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული