ტოჩინოშინმა იაპონიაში 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ტელეკომპანია "ფუჯი TV"-ის მიერ გამართულ ერთდღიან, კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა.

შეჯიბრება სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში გაიმართა და ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

1/6-ფინალში გორგაძემ გამოცდილი იაპონელი რიკიში, იკიოი ჩამოიშორა გზიდან.

1/8-ფინალში კი სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი, 40-გზის ჩემპიონი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.


1/4-ფინალში ტოჩიმ იაპონელთა იმედი, ჰოკუტოფუჯი გამოთიშა ასპარეზობას, რომელმაც სხვათა შორის, ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა უწია ჩვენებურს ამ ტურნირზე. ნახევარფინალში ლევანმა კიდევ ერთ გამოცდილ იაპონელ სეკიტორს, ოკინოუმის სძლია.

ფინალურ შეხვედრაში, უკანასკნელი რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის მოუგო და ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა!

აღსანიშნავია, რომ ტოჩიმ ამ ტურნირზე თავისი საფირმო და იაპონელთა მიერ ყველაზე პატივსაცემი, კლასიკური სუმო იჭიდავა და 5-ივე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
აი ამით ლევანმა დაიკანონა საბოლოოდ უძლიერესის ტიტული, რა უნდა ვთქვა, სიტყვები ზედმეტია და უბრალოდ ძალიან მადლობელი ვარ ამ ქართველი კაცის. გენაცვალე ლევან!
B-52
12 თებერვალი 2018 15:24
0
შეუძლებელია არ გამოხატო აღფრთოვანება ტოჩის-ლევანის მიმართ, მისი ძლევამოსილებისა და თავდაუზოგავი შრომის გამო.
თამაზი
12 თებერვალი 2018 16:37
0
დიდება ლევანს!!!!!!!!!!!!!!!! მუდამ გადიდებს სამშობლო სულ ეხსომები ლევანი სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი .......
ემიგრანტი
12 თებერვალი 2018 14:40
2
ბრავო ლევან, ყალიბდება ერთ-ერთ ლიდერად, ადრე ამ ტურნირის ფინალში აქვს ნაჭიდავები ბარუტოსთან. ეს ტურნირიც პირველად მოიგო, იანვრის ბაშოდან ჰაკუჰო დაემალა, მარა აქ აუგო წესი. ძაან მაგარია!!!
irakli apkhaidze
12 თებერვალი 2018 14:16
1
ბრავო, მაგარი ხარ ლევან!
აკაკი
12 თებერვალი 2018 14:30
0
ლევანმა ერთი ბაშოც რო მოიგოს ოძეკი გახდება. ყოჩაღ, ასე გააგრძელე
....
12 თებერვალი 2018 15:19
0
ტურნირის მოგების გაერშეც შეუძლია ოძეკი გახდეს თუ გადააბამს ,,კაჩიკოშებს" (დადებით სერიებს)
Irakli Apkhaidze
13 თებერვალი 2018 10:09
0
ყოჩაღ ლევან,ამ გამარჯვებით მან დაამტკიცა,რომ უკვე ახალ დონეზეა გასული და დიდ ჩემპიონებს აქეთ უნდა ეშინოდეთ მისი.მე უბრალოდ ის მიკვირს,ასეთ ასაკში როგორ გააკეთა ასეთი მკვეთრი ნახტომი მომზადების დონეში.სისტემა შეცვალა?რაღაც სიახლე რომ შეიტანა მომზადებაში,უეჭველია.
სოსო
14 თებერვალი 2018 12:52
0
ჰაკუჰო სუმოს ლეგენდაა.ყოჩაღ ლევან.
m.c
13 თებერვალი 2018 16:40
0
დიდი ხანია თვალს ვადევნებ სუმოს. თავიდან არ მესმოდა რა ხდებოდა, რაში იყო ხიბლი. შემდეგ თანდათან გავერკვიე. ახლა კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვუყურებ. მეჩვენება რომ ძიუდოზე უფრო საინტერესოა. ამავე დროს ძიუდოს წესებში ამდენი ცვლილებები ძალიან გამაღიზიანებელია, აქ ფეხი არ გამოჰკრა, იქ ხელი არ ჩაავლო, არ შეახტე, არ ატკინო და ა.შ. თანდათან დავკარგე ინტერესი. ჩვენი ტოჩინოშინის წარმატებას ვაყენებ ლაშა ტალახაძის წარმატების სიბრტყეში. საქრთველოს შეუძლია იამაყოს ასეთი გოლიათით. როცა ბაშოზე გაიმარჯვა. მაშინ ეჭვი მღრღნიდა ჰაკუჰო რომ ყოფილიყო იქნებ ვერც მოეგო თქო. ამ ტურნირზე უძლეველ მონღოლზე გამარჯვებით ყველაფრი დაამტკიცა. ტოჩინოშინ უძლიერესია. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ლაშა-გიორგიმ ბათო ხანი დაამარცხა ერთი-ერთზე ბრძოლაში!
გაუმარჯოს ლევან გორგაძეს, გაუმარჯოს საქართველოს!
aburjga
13 თებერვალი 2018 13:11
3
შიბლა-aburjga-ვ ეჭვი არაა რომ თვალს ადევნებ სუმოს, შიშველი გოლიათები არიან სუმოში.
და არა შიშველი გოგოები, რომელთა მარტო სახელები გაღელვებს შენ, მერე მათი სახელების ნიკებად გამოსაყენებლად. :DDDDDDD
შიბლატროლის
13 თებერვალი 2018 14:05
1
რა შეაჭმევს ამდენ ბრინჯს და სოკოს
izi
12 თებერვალი 2018 14:28
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული