ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე პირველ ბრძოლას ტრავმით იწყებს

AutoSharing Option

დღეს სტარტს აიღებს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირი და პირველ ბრძოლებს გამართავენ ქართველი სუმოისტები

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ბაშოზე იაპონელი მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელთანაც წინა ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული ორთაბრძოლა გადაიტანა ლევანმა და დრამატულ ბრძოლაში სძლია. საერთო ჯამში ტოჩის მასთან 15 შეხვედრა აქვს გამართული და მხოლოდ მცირე უპირატესობით სჯობნის მას - 8:7.

ერთი ცუდი ინფორმაციაც გავრცელდა ტურნირამდე ტოჩინოშინმა არცთუ მსუბუქი ტრავმა მიიღო - მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი გაუწყდა ნაწილობრივ და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზეობა. 

ტოჩინოშინი დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოვა ბაშოზე.

რაც შეეხება  გაგა ჯუღელის პირველი მეტოქე ჯურიოს დივიზიონის მე-6 ნომერი, იაპონელი ჩიონოო იქნება. თავად გაგამარუ კი მე-5
ნომრადაა განთესილი ჯურიოში, როგორც იცით, აღმოსავლეთის მხარეს. პირად შეხვედრებში 6:4-ს უგებს გაგამურუ იაპონელს.

ჰარუ ბაშოზე ტრავმების გამო საგაზაფხულო ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს ორი იოკოძუნა, ჰაკუჰო და კისენოსატო. ბაშოს დააკლდება ასევე იაპონელი მე-5 მაეგაშირა ონოშოც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუ ძაან ცუდი... არა და დადებითი ბალანსი რა ჰაერივით ჭირფებოდა...
Irakli apkhaidze
11:03 11-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული