დღეს სტარტს აიღებს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირი და პირველ ბრძოლებს გამართავენ ქართველი სუმოისტები
ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ბაშოზე იაპონელი მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელთანაც წინა ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული ორთაბრძოლა გადაიტანა ლევანმა და დრამატულ ბრძოლაში სძლია. საერთო ჯამში ტოჩის მასთან 15 შეხვედრა აქვს გამართული და მხოლოდ მცირე უპირატესობით სჯობნის მას - 8:7.
ერთი ცუდი ინფორმაციაც გავრცელდა ტურნირამდე ტოჩინოშინმა არცთუ მსუბუქი ტრავმა მიიღო - მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი გაუწყდა ნაწილობრივ და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზეობა.
ტოჩინოშინი დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოვა ბაშოზე.
რაც შეეხება გაგა ჯუღელის პირველი მეტოქე ჯურიოს დივიზიონის მე-6 ნომერი, იაპონელი ჩიონოო იქნება. თავად გაგამარუ კი მე-5
ჰარუ ბაშოზე ტრავმების გამო საგაზაფხულო ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს ორი იოკოძუნა, ჰაკუჰო და კისენოსატო. ბაშოს დააკლდება ასევე იაპონელი მე-5 მაეგაშირა ონოშოც.