ჰარუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციულ ტურნირზე რიგით მესამე დღის მატჩები გაიმართა და ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინი მესამე შეხვედრაში მე-3 მეგაშირა იაპონელ კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 6:24 ჰქონდა და მეტოქე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან.

შეგახსენებთ, წინა შეხვედრა ტოჩინოშინმა პირველ მაეგაშირა ტამავაშისთან დათმო და ამჟამად ტურნირზე მისი ბალანსი 2:1-ზეა.

ქართველი სეკივატორის მთავარი პრობლემა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტაა და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზობა.

რაც შეეხება გაგამარუს, ჯურიო ლიგის მე-6 ნომერი ტაკანაშო დოჰიოდან ოშიდაშით გააძევა. თეიმურაზ ჯუღელს ჰარუ
ბაშოზე დადებითი ბალანსი აქვს, 2:1-ზე.

შემდეგ შეხვედრას ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოსთან გამართავს, რომელთანაც ბალანსი უარყოფითი აქვს (1:2). ტაკაკეიშო დღეს ჩიომარუსთან იორიტაოშის ილეთით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია, მაგრამ ამ ტრამვებმა ხო გააწამა, დღეს ტოჩი ოძეკი იქნებოდა რომ არა ეს ამბები
გულშემატკივარი
12:41 13-03-2018
0
მინიმუმ ოძეკი, არც იოკოძუნობას გამოვრიცხავდი მისგან
შაკო
17:12 13-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული